გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ აუქციონს

17-04-2019, 16:14, ნანახია: 44-ჯერ

გურჯაანისცმუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
აუქციონს
________________________

აუქციონის დაწყება - დამთავრება

08.04.2019წ. 12:00–22.04.2019წ. 15:00

1. ელექტრონულ აუქციონზე იჯარით გაცემის მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება:

- სოფელ ვაზისუბანში მდებარე კულტურის სახლის შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე განთავსებული, 11,20კვმ არასაცხოვრებელი ფართი, საკადასტრო კოდი - 51.05.14.352. საწყისი წლიური საიჯარო ქირა -360 (სამას სამოცი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 18 (თვრამეტი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 108 (ასრვა) ლარი. საიჯარო ვადა ერთიწელი.
ობიექტისაღწერილობა:
იჯარით გასაცემი არასაცხოვრებელი ფართი მდებარეობს შენობისპირველ სართულზე.ფართი სარემონტოა, სუფთა მდგომარეობაში.

- სოფელ კარდენახში მდებარე ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე განთასებული - 14,04კვმ, არასაცხოვრებელი ფართი. შენობის საკადასტრო კოდია - 51.15.27.583. საწყისი წლიური საიჯარო ქირა - 420 (ოთხასოცი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 21 (ოცდაერთი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 126 (ასოცდა ექვსი) ლარი. საიჯარო ვადა ერთიწელი.
ობიექტისაღწერილობა:
იჯარით გასაცემი ფართი განთავსებულიაშენობის პირველ სართულზე.არისსარემონტო, სუფთამდგომარეობაში.

- სოფელ ბაკურციხეში მდებარე ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე განთავსებული 16,02კვმ არასაცხოვრებელი ფართი. შენობის საკადასტრო კოდი - 51.14.12.682. საწყისი წლიური საიჯარო ქირა - 480 (ოთხას ოთხმოცი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 24 (ოცდაოთხი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 144 (ასორმოცდა ოთხი) ლარი. საიჯარო ვადა სამი წელი.
ობიექტისაღწერილობა:
იჯარით გასაცემი ფართი განთავსებულია შენობის პირველ სართულზე.არის სარემონტო, სუფთა მდგომარეობაში.

- პირობიან ელექტრონულ აუქციონზე, იჯარით გასაცემად გამოტანილია მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული, სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე ამბულატორიის შენობის პირველ სართულზე
განთავსებული,158,0კვმ არასაცხოვრებელი ფართი. შენობის საკადასტრო კოდი - 51.02.61.009. საწყისი
წლიური საიჯარო ქირა - 1560 (ერთი ათას ხუთასსამოცი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო
ქირის 5%- 78 (სამოცდათვრამეტი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 144 (ასორმოცდა ოთხი) ლარი.
საიჯარო ვადა 2 წელი.
აუქციონის პირობა:
აუქციონში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვსი თვის ვადაში, უზრუნველყოს
საიჯარო ფართისა და შენობის გარე ფასადის მოწესრიგება.
ობიექტის აღწერილობა:
იჯარით გასაცემი ფართი განთავსებულია ამბულატორიის შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე.აქვს
იზოლირებული შესასვლელი. არის სარემონტო.

________________________


- აუქციონში გამარჯვებულზე გაიცემა გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი.

- აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის
ვადაში დაფაროს აუქციონის შედეგად დაფიქსირებული, ერთი თვის საიჯარო ქირა და ქონების
მესაკუთრესთან გააფორმოს საიჯარო ხელშეკრულება;

- იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული ხელს არ მოაწერს აუქციონის გამარჯვების
დამადასტურებელ ოქმს, ან/და არგააფორმებს აღნიშნულ ვადაში საიჯარო ხელშეკრულებას, აუქციონის
შედეგები უქმდება, ხოლო გადახდილი საგარანტიო თანხა - (ბე) უკან აღარ ბრუნდება;

- მეიჯარე იტოვებს უფლებას, განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, წერილობითი შეტყობინების
საფუძველზე, მოსთხოვოს მოიჯარეს ობიექტის გათავისუფლება და ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება;

- თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომელ ექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული
პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან
წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობოდ აგამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ
მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში
მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობოდ
გამოუხმობის საბანკო გარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.


საიჯარო ქირა, შეიტანება სს „ლიბერთი ბანკში“, საბანკო ანგარიშზე _ N300503212;
ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე - 599 85 23 35, ასევე ცხელ ხაზზე - 2 601 601.



გურჯაანის მუნიციპალიტეტი

 

სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი