გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

17-12-2018, 15:55, ნანახია: 47-ჯერ

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს

აუქციონის დაწყება - დამთავრება 17.12.2018 12:00 - 28.12.2018 15:00

ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქვემოთ ჩამოთვლილი უძრავი ქონება

1. შენობა-ნაგებობები:

ა) სოფელ კალაურში მდებარე შენობა-ნაგებობა (ყოფილი მეურნეობის შენობა, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 1076,0კვმ, შენობის ფართი - 396,7კვმ. საკადასტრო კოდი - 51.03.62.082) საწყისი საპრივატიზებო ფასი - 26 970 (ოცდა ექვსი ათას ცხრაას სამოცდა ათი) ლარით. (შენობის ღირებულება - 19 438 (ცხრამეტი ათას ოთხას ოცდათვრამეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 7 532 (შვიდი ათას ხუთას ოცდა თორმეტი) ლარი.) „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 8 091 (რვა ათას ოთხმოცდა თერთმეტი) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 1 349 (ერთი ათას სამას ორმოცდა ცხრა) ლარს.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა ამორტიზებულია. სახურავიდან ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, რის გამოც დაზიანებულია ჭერი და კედლები. შენობას უმეტესად არ აქვს კარ-ფანჯარა, რაც არის ისიც უვარგისია.

ბ) სოფელ შაშიანში მდებარე, ყოფილი ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები N1 და N2 (ს/კ 51.04.62.003, შენობების საერთო ფართი - 992,30კვმ, მიმაგრებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 1729,0კვმ) საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება - 64 332 ( სამოცდა ოთხი ათას სამას ოცდა თორმეტი) ლარი, (შენობის ღირებულება - 48 249 (ორმოცდა რვა ათას ორას ორმოცდა ცხრა) ლარი, მიწის ღირებულება - 16 083 (თექვსმეტი ათას ოთხმოცდა სამი) ლარი.) „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 19 300 (ცხრამეტი ათას სამასი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 3 217 (სამი ათას ორას ჩვიდმეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა-ნაგებობები განთავსებულია ცენტრალური ავტომაგისტრალის გასწვრივ. შენობები ამორტიზებულია. დაზიანებულია სახურავი და არ გააჩნია კარ-ფანჯარა.

გ) სოფელ ვაზისუბანში მდებარე, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობა. შენობის საერთო ფართი - 1301,10კვმ მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 7971,10კვმ, საკადასტრო კოდი - 51.05.15.231. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 71 243 (სამოცდა თერთმეტი ათას ორას ორმოცდა სამი) ლარი, (შენობის ღირებულება - 23 417 (ოცდა სამი ათას ოთხას ჩვიდმეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 47 826 (ორმოცდა შვიდი ათას რვაას ოცდა ექვსი) ლარი). „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 21 373 (ოცდა ერთი ათას სამას სამოცდა ცამეტი) ლარი; სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 3 563 (სამი ათას ხუთას სამოცდა სამი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა - ნაგებობა ამორტიზებულია. დაზიანებულია სახურავი და კედლები. არ გააჩნია შიდა კიბე, კარ-ფანჯარა და კომუნიკაციის სისტემები.





დ) სოფელ ახაშენში მდებარე შენობა-ნაგებობები N1, N2, N3, N4, N5, (ყოფილი ბიოლაბორატორიის შენობები) საერთო ფართით - 1601,8კვმ , მიმაგრებული მიწა - 11 819,0კვმ, ს.კ. - 51.08.58.005. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 134 251,0 (ას ოცდა თოთხმეტი ათას ორას ორმოცდა თერთმეტი) ლარი, (შენობების ღირებულება - 42 063 (ორმოცდა ორი ათას სამოცდა სამი) ლარი, მიწის ღირებულება - 92 188,0 (ოთხმოცდა თორმეტი ათას ას ოთხმოცდა რვა) ლარი. „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 40 276 (ორმოცი ათას ორას სამოცდა თექვსმეტი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 6 713 (ექვსი ათას შვიდას ცამეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
ტერიტორიაზე განთავსებული ხუთივე შენობა-ნაგებობა ამორტიზებულია. დაზიანებულია სახურავი და კედლები. როგორც მთავარ კორპუსს, ასევე დანარჩენ შენობებს არ გააჩნია შიდა კიბე, კარ-ფანჯარა და კომუნიკაციის სისტემები. ეზოში ცალკე მდგომი შენობა დანგრეულია.

ე) სოფელ ყიტაანში მდებარე შენობა-ნაგებობის (ყოფილი კულტურის სახლი, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 1104,0კვმ, შენობის ფართი - 157,2კვმ. საკადასტრო კოდი - 51.09.55.078) საწყისი საპრივატიზებო ფასი - 12 126 (თორმეტი ათას ას ოცდა ექვსი) ლარი. (შენობის ღირებულება - 5 502 (ხუთი ათას ხუთას ორი) ლარი. მიწის ფასი - 6 624 (ექვსი ათას ექვსას ოცდა ოთხი) ლარი.) „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 3 638 (სამი ათას ექვსას ოცდათვრამეტი) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 607 (ექვსას შვიდი) ლარს.
ობიექტის აღწერილობა:
შენობის კედლები და ჭერი ჩამონგრეულია. სახურავი გამოსულია მწყობრიდან, ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი.

2. არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართები:

ა) ქ. გურჯაანში, ფარნავაზის ქუჩაზე მდებარე - 40,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთი, ს.კ. 51.01.61.136. საწყისი საპრივატიზებო ფასი - 2307,0 (ორი ათას სამას შვიდი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 692 (ექვსას ოთხმოცდა თორმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 116 (ას თექვსმეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანში, ფარნავაზის ქუჩაზე ყოფილი ინტერნატის შენობასთან ახლოს. ფართი თავისუფალია.

ბ) სოფელ ზეგაანში მდებარე - 66,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 51.06.54.106. საწყისი საპრივატიზებო ფასი - 500 (ხუთასი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 150 (ასორმოცდა ათი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 25 (ოცდახუთი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფელ ზეგაანის მიმდებარე ტერიტორიაზე. ფართი თავისუფალია. შესაძლებელია მისი გამოყენება კომერციული მიზნებისათვის.

3. პირობიან ელექტრონულ აუქციონზე, დემონტაჟის მიზნით, საპრივატიზაციოდ, გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე შენობა-ნაგებობა, ყოფილი კულტურის სახლი - ს.კ. 51.02.58.104, შენობის საერთო ფართი - 2901,3კვმ.



სადემონტაჟე შენობის საწყისი საპრივატიზებო ფასია - 51 698,0 (ორმოცდა თერთმეტი ათას
ექვსას ოთხმოცდა თვრამეტი) ლარი. „ბე“ საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 15 510 (თხუთმეტი ათას ხუთას ათი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 2 585 (ორი ათას ხუთას ოთხმოცდა ხუთი) ლარი.


აუქციონის პირობა:

- შენობა-ნაგებობის პრივატიზება ხორციელდება მიმაგრებული მიწის გარეშე, დემონტაჟის მიზნით;
- აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონის დასრულებიდან სამი თვის ვადაში უზრუნველყოს შენობის დემონტაჟი, ტერიტორიის გასუფთავება და მოსწორება;
- დემონტაჟი განხორციელდეს მერიის მიერ გაცემული, დემონტაჟზე მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული პირობების დაცვით. კერძოდ, გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილ იქნეს - დემონტაჟის პროექტი (გეგმები, დემონტაჟის ორგანიზაციის პროექტი გრაფიკით, უსაფრთხოების ნორმების დაცვის პროექტი, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შენობის შემოღობვის პროექტი და სადემონტაჟე პერიმეტრზე არსებული კომუნიკაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტი) და დემონტაჟის მოსაკრებელი განაშენიანების ფართის მიხედვით (1 ლარი -1 კვმ-ზე);

ობიექტის აღწერილობა:
შენობა უკიდურესად ამორტიზებულია და არსებობს მისი თვითნებურად ჩამონგრევის საშიშროება.
________________________
- ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე“-ს გადახდა შესაძლებელია ნაღდი
ანგარიშსწორებით სს „ლიბერთი ბანკში“ ან/და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი.
- გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან, 15 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში
გამარჯვებულსა და ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15
კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს ქონების ღირებულების სრულად გადახდა სს
„ლიბერთი ბანკში“ შემდეგ სახაზინო კოდზე - 300503313;
- 30 კალენდარული დღის ვადაში ქონების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის
შედეგები უქმდება.
- ქონების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ, აუქციონში გამარჯვებულს გადეცემა საკუთრების
უფლების დამადასტურებელი მოწმობა.
- ქონების დათვალიერება შესაძლებელია ქონების მესაკუთრესთან შეთანხმებით.
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 555 00 41 64; ასევე, შეგიძლია დარეკოთ
ცხელ ხაზზე - 2 601 601.


გურჯაანის მუნიციპალიტეტი




 

სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი