გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

2-11-2018, 14:29, ნანახია: 14-ჯერ

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს

აუქციონის დაწყება - დამთავრება 01.11.2018 12:00 - 16.11.2018 15:00

1. ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქვემოთ ჩამოთვლილი უძრავი ქონება:

ა) ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩა N47-ში მდებარე, ყოფილი ინდბინათმშენებლობის შენობა-
ნაგებობები - N1 საერთო ფართით - 10,6კვმ, N2 საერთო ფართით - 287,1კვმ, N3 საერთო ფართით - 199,4კვმ, N4 საერთო ფართით - 13,0 კვმ _ სულ, საერთო ფართი - 510,10 კვმ, მიმაგრებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 2368,0 კვმ, საკადასტრო კოდი - 51.01.59.184; საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 57 159 (ორმოცდა ჩვიდმეტი ათას ას ორმოცდა ცხრამეტი) ლარი, (შენობების ღირებულება - 28 743 (ოცდა რვა ათას შვიდას ორმოცდა სამი) ლარი, მიწის ღირებულება - 28 416 (ოცდა რვა ათას ოთხას თექვსმეტი) ლარი). „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 17 148 (ჩვიდმეტი ათას ას ორმოცდა რვა) ლარი; სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 2 858 (ორი ათას რვაას ორმოცდა თმეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
ტერიტორიაზე განთავსებულია ოთხი შენობა. შენობები სიძველისგან და ხანგრძლივი ბუნებრივი და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად დაზიანებულია. სახურავიდან ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, კედლებზე ბზარებია, აცვევნილია ნალესი, იატაკი ადგილ-ადგილ აყრილია. ბუნებრივი და მექანიკური ზემოქმედების გამო დაზიანებულია კარ-ფანჯარა. ცალკე მდგომი შენობები გამოსულია მწყობრიდან. ეზოში ეკალ-ბარდია გავრცელებული.

ბ) ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩა N47-ში მდებარე ყოფილი ინდბინათმშენებლობის შენობა- ნაგებობები - N1, N2, N3, N4, N5, N6, N7 _ საერთო ფართით - 1712,60 კვმ, მიმაგრებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 11471,0 კვმ საკადასტრო კოდი - 51.01.59.066. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 166 088 (ას სამოცდა ექვსი ათას ოთხმოცდა რვა) ლარი, (შენობების ღირებულება - 51 378 (ორმოცდა თერთმეტი ათას სამას სამოცდა თვრამეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 114 710 (ას თოთხმეტი ათას შვიდას ათი) ლარი). „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-- 49 827 (ორმოცდა ცხრა ათას რვაას ოცდაშვიდი) ლარი; სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 8 305 (რვა ათას სამას ხუთი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ძირითადად ანგარის ტიპისაა, რომლებსაც სიძველისა და ხანგრძლივი ბუნებრივი და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად გააჩნია დაზიანებები. სახურავისა და სხვა რკინა-ბეტონის კონსტრუქციები დაშლილ-კოროზირებულია. ცალკე მდგომი შენობები გამოსულია მწყობრიდან. ეზოში ეკალ-ბარდია გავრცელებული.

გ) სოფელ კალაურში მდებარე შენობა-ნაგებობა (ყოფილი მეურნეობის შენობა, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 1076,0კვმ, შენობის ფართი - 396,7კვმ. საკადასტრო კოდი - 51.03.62.082) საწყისი საპრივატიზებო ფასი - 26 970 (ოცდა ექვსი ათას ცხრაას სამოცდა ათი) ლარით. (შენობის ღირებულება - 19 438 (ცხრამეტი ათას ოთხას ოცდათვრამეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 7 532 (შვიდი ათას ხუთას ოცდა თორმეტი) ლარი.) „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 8 091 (რვა ათას ოთხმოცდა თერთმეტი) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 1 349 (ერთი ათას სამას ორმოცდა ცხრა) ლარს.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა ამორტიზებულია. სახურავიდან ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, რის გამოც დაზიანებულია ჭერი და კედლები. შენობას უმეტესად არ აქვს კარ-ფანჯარა, რაც არის ისიც უვარგისია.

დ) სოფელ ვაზისუბანში მდებარე, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობა. შენობის საერთო
ფართი - 1301,10კვმ მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 7971,10კვმ,
საკადასტრო კოდი - 51.05.15.231. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 71 243 (სამოცდა თერთმეტი
ათას ორას ორმოცდა სამი) ლარი, (შენობის ღირებულება - 23 417 (ოცდა სამი ათას ოთხას
ჩვიდმეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 47 826 (ორმოცდა შვიდი ათას რვა ას ოცდა ექვსი) ლარი).
„ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 21 373 (ოცდა ერთი ათას სამას სამოცდა
ცამეტი) ლარი; სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 3 563 (სამი ათას ხუთას სამოცდა სამი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა - ნაგებობა ამორტიზებულია. დაზიანებულია სახურავი და კედლები. არ გააჩნია შიდა კიბე, კარ-ფანჯარა და კომუნიკაციის სისტემები.

ე) სოფელ ახაშენში მდებარე შენობა-ნაგებობები N1, N2, N3, N4, N5, (ყოფილი ბიოლაბორატორიის
შენობები) საერთო ფართით - 1601,8კვმ , მიმაგრებული მიწა - 11 819,0კვმ, ს.კ. - 51.08.58.005.
საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 134 251 (ას ოცდათოთხმეტი ათას ორას ორმოცდა თერთმეტი)
ლარი, (შენობების ღირებულება - 42 063 (ორმოცდა ორი ათას სამოცდა სამი) ლარი, მიწის
ღირებულება - 92 188,0 (ოთხმოცდა თორმეტი ათას ას ოთხმოცდა რვა) ლარი. „ბე“ შეადგენს
საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 40 276 (ორმოცი ათას ორას სამოცდა თექვსმეტი) ლარი,
სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 6 713 (ექვსი ათას შვიდას ცამეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
ტერიტორიაზე განთავსებული ხუთივე შენობა-ნაგებობა ამორტიზებულია. დაზიანებულია
სახურავი და კედლები. როგორც მთავარ კორპუსს, ასევე დანარჩენ შენობებს არ გააჩნია შიდა კიბე,
კარ-ფანჯარა და კომუნიკაციის სისტემები. ეზოში ცალკე მდგომი შენობა დანგრეულია.

ვ) სოფელ ყიტაანში მდებარე შენობა-ნაგებობის (ყოფილი კულტურის სახლი, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 1104,0კვმ, შენობის ფართი - 157,2კვმ. საკადასტრო კოდი - 51.09.55.078) საწყისი საპრივატიზებო ფასი - 12 126 (თორმეტი ათას ას ოცდა ექვსი) ლარი. (შენობის ღირებულება - 5 502 (ხუთი ათას ხუთას ორი) ლარი. მიწის ფასი - 6 624 (ექვსი ათას ექვსას ოცდა ოთხი) ლარი.) „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 3 638 (სამი ათას ექვსას ოცდათვრამეტი) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 607 (ექვსას შვიდი) ლარს.
ობიექტის აღწერილობა:
შენობის კედლები და ჭერი ჩამონგრეულია. სახურავი გამოსულია მწყობრიდან, ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი.

ზ) სოფელ კარდენახში მდებარე შენობა-ნაგებობა, ყოფილი N2 საბავშვო ბაღის შენობა - ს.კ. 51.15.23.286, შენობის საერთო ფართი - 259,40კვმ, მიმაგრებული მიწა - 1093,0კვმ. ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი - 19 231 (ცხრამეტი ათას ორას ოცდა თერთმეტი) ლარი. (შენობის ღირებულება - 13 328 (ცამეტი ათას სამას ოცდა რვა) ლარი, მიწის ღირებულება - 5 903 (ხუთი ათას ცხრას სამი) ლარი.) „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 5 770 (ხუთი ათას შვიდას სამოცდაათი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 962 (ცხრაას სამოცდა ორი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობის სახურავი დაზიანებულია, ჭერზე, ადგილ-ადგილ შეიმჩნევა ბუნებრივი ნალექის ჩამონადენის კვალი. მეორე სართულს ხის შუშაბანდი აქვს. ხის ფიცრულ კედლებზე აღინიშნება ღიობები.

2. პირობიან ელექტრონულ აუქციონზე, დემონტაჟის მიზნით, საპრივატიზაციოდ, გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე შენობა-ნაგებობა, ყოფილი კულტურის სახლი - ს.კ. 51.02.58.104, შენობის საერთო ფართი - 2901,3კვმ,

აუქციონის პირობა:

- შენობა-ნაგებობის პრივატიზება ხორციელდება მიმაგრებული მიწის გარეშე, დემონტაჟის მიზნით;
- აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონის დასრულებიდან სამი თვის ვადაში უზრუნველყოს შენობის დემონტაჟი, ტერიტორიის გასუფთავება და მოსწორება;
- დემონტაჟი განხორციელდეს მერიის მიერ გაცემული, დემონტაჟზე მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული პირობების დაცვით. კერძოდ, გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილ იქნეს - დემონტაჟის პროექტი (გეგმები, დემონტაჟის ორგანიზაციის პროექტი - გრაფიკით, უსაფრთხოების ნორმების დაცვის პროექტი, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შენობის შემოღობვის პროექტი და სადემონტაჟე პერიმეტრზე არსებული კომუნიკაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტი) და დემონტაჟის მოსაკრებელი განაშენიანების ფართის მიხედვით (1 ლარი -1 კვმ-ზე);

სადემონტაჟე შენობის საწყისი საპრივატიზებო ფასია - 51 698,0 (ორმოცდა თერთმეტი ათას
ექვსას ოთხმოცდა თვრამეტი) ლარი. „ბე“ საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 15 510
(თხუთმეტი ათას ხუთას ათი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 2 585 (ორი ათას
ხუთას ოთხმოცდა ხუთი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა უკიდურესად ამორტიზებულია და არსებობს მისი თვითნებურად ჩამონგრევის საშიშროება.
________________________
- ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე“-ს გადახდა შესაძლებელია ნაღდი
ანგარიშსწორებით სს „ლიბერთი ბანკში“ ან/და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი.
- გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან, 15 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში
გამარჯვებულსა და ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15
კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს ქონების ღირებულების სრულად გადახდა სს
„ლიბერთი ბანკში“ შემდეგ სახაზინო კოდზე - 300503313;
- 30 კალენდარული დღის ვადაში ქონების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის
შედეგები უქმდება.
- ქონების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ, აუქციონში გამარჯვებულს გადეცემა საკუთრების
უფლების დამადასტურებელი მოწმობა.
- ქონების დათვალიერება შესაძლებელია ქონების მესაკუთრესთან შეთანხმებით.
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 555 00 41 64; ასევე, შეგიძლია დარეკოთ
ცხელ ხაზზე - 2 601 601.


გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი