გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

18-10-2018, 15:37, ნანახია: 48-ჯერ

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს

აუქციონის დაწყება - დამთავრება 18.10.2018წ. 12:00 – 29.10..2018წ. 15:00

1. ელექტრონულ აუქციონზე იჯარით გაცემის მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება:

- ქ. გურჯაანში, ნონეშვილის გამზირი №14-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მეორე სართულზე განთავსებული, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, 36,00კვმ არასაცხოვრებელი ფართი, საკადასტრო კოდი - 51.01.60.080.01.509. საწყისი წლიური საიჯარო ქირა -1560 (ერთი ათას ხუთას სამოცი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 78 (სამოცდა თვრამეტი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 468 (ოთხას სამოცდა რვა) ლარი. საიჯარო ვადა 2 წელი.
ობიექტის აღწერილობა:
იჯარით გასაცემი არასაცხოვრებელი ფართი მდებარეობს ქ. გურჯაანში, ნონეშვილის გამზირი N14-ში განთავსებული შენობის მეორე სართულზე. ფართი სარემონტოა, სუფთა მდგომარეობაში.

- ქ. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი - 52,0კვმ, ს.კ. 51.01.61.515. საწყისი წლიური საიჯარო ქირა - 720 (შვიდას ოცი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 36 (ოცდა თექვსმეტი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 216 (ორას თქევსმეტი) ლარი. საიჯარო ვადა 2 წელი.
ობიექტის აღწერილობა:
იჯარით გასაცემი ფართი განთავსებულია თავისუფლების ქუჩაზე, მიწისქვეშა გადასასვლის დასაწყისში, კიბეებთან. არის დასასუფთავებელი.

- სოფელ კალაურის ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე განთავსებული 8,0კვმ არასაცხოვრებელი ფართი. შენობის საკადასტრო კოდი - 51.03.12.347. საწყისი წლიური საიჯარო ქირა - 240 (ორას ორმოცი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 12 (თორმეტი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 72 (სამოცდა თორმეტია) ლარი. საიჯარო ვადა 2 წელი.
ობიექტის აღწერილობა:
იჯარით გასაცემი ფართი განთავსებულია სოფელ კალაურის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე. არის იზოლირებული, ცალკე შესასვლელით, სარემონტო. შესაძლებელია მისი გამოყენება კომერციული საქმიანობისთვის.

2. პირობიან ელექტრონულ აუქციონზე, იჯარით გასაცემად გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული:

- ქ. გურჯაანში, ნონეშვილის გამზირი №13-ში მდებარე ადმინისტრაციული შენობის ქვედა
სართულზე განთავსებული, 110,0კვმ არასაცხოვრებელი ფართი.
შენობის საკადასტრო კოდი - 51.01.60.172. საწყისი წლიური საიჯარო ქირა - 1560 (ერთი ათას
ხუთას სამოცი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 78 (სამოცდა თვრამეტი)
ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 468 (ოთხას სამოცდა რვა) ლარი. საიჯარო ვადა 15 წელი.





აუქციონის პირობა:
აუქციონში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვსი თვის ვადაში, ზემოხსენებულ
ფართში უზრუნველყოს კვების ობიექტის (კაფის) მოწყობა. დაუშვებელია ფართის გამოყენება
სარიტუალო და საბანკეტო დარბაზად. აგრეთვე დაუშვებელია ალკოჰოლიანი სასმელების
რეალიზაცია. კაფის ფუნქციონირების საათები განისაზღვროს დილის 8:00 საათიდან, საღამოს 20:00
საათამდე.
აუქციონში გამარჯვებულმა, ზემოხსენებულის განსახორციელებლად უზრუნველყოს 40 000 (ორმოცი
ათასი) ლარის ინვესტიცია. კერძოდ, ამ თანხიდან ფართის კაპიტალური რემონტისათვის დახარჯოს -
30 000 (ოცდა ათასი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
იჯარით გასაცემი ფართი განთავსებულია მუნიციპალიტეტის მერიის შენობა-ნაგებობაში, ქვედა
სართულზე. აქვს იზოლირებული შესასვლელი. წლების წინ განთავსებული იყო გამგეობის ბუფეტი.
ფართი იჯარით გაცემა ხდება კვების ობიექტის ფუნქციონირების მიზნით.

- სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე ამბულატორიის შენობის პირველ სართულზე განთავსებული,
158,0კვმ არასაცხოვრებელი ფართი. შენობის საკადასტრო კოდი - 51.02.61.009. საწყისი
წლიური საიჯარო ქირა - 720 (შვიდას ოცი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5%
- 36 (ოცდა თექვსმეტი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 216 (ორას თექვსმეტი) ლარი.
საიჯარო ვადა 2 წელი.
აუქციონის პირობა:
აუქციონში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვსი თვის ვადაში, უზრუნველყოს
საიჯარო ფართისა და შენობის გარე ფასადის მოწესრიგება.
ობიექტის აღწერილობა:
იჯარით გასაცემი ფართი განთავსებულია ამბულატორიის შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე. აქვს
იზოლირებული შესასვლელი. არის სარემონტო. მისი გამოყენება შესაძლებელია კომერციული
საქმიანობისთვის.

- სოფელ გურჯაანში მდებარე ვიზიტორთა სახლი - შენობის ფართი - 88,0კვმ, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 248,0კვმ. საკადასტრო კოდი - 51.10.74.070. საწყისი წლიური საიჯარო ქირა - 2400 (ორი ათას ოთხასი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 120 (ას ოცი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 720 (შვიდას ოცი) ლარი. საიჯარო ვადა 3 წელი.
აუქციონის პირობა:
აუქციონში გამარჯვებულმა, ვიზიტორთა ცენტრს არ შეუცვალოს ფუნქცია.
მოაწყოს საგამოფენო სივრცე და კაფეტერია, თუმცა დაუშვებელია აღნიშნული ობიექტის
რესტორნად ან სასადილოდ გადაქცევა.
ობიექტის აღწერილობა:
იჯარით გასაცემი შენობა-ნაგებობა განთავსებულია სოფელ გურჯაანში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის შესასვლელში. არის კარგ მდგომარეობაში. მისი გამოყენება შესაძლებელია კომერციული მიზნებისათვის.




________________________


- აუქციონში გამარჯვებულზე გაიცემა გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი.

- აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის
ვადაში დაფაროს აუქციონის შედეგად დაფიქსირებული, ერთი თვის საიჯარო ქირა და ქონების
მესაკუთრესთან გააფორმოს საიჯარო ხელშეკრულება;

- იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული ხელს არ მოაწერს აუქციონის გამარჯვების
დამადასტურებელ ოქმს, ან/და არ გააფორმებს აღნიშნულ ვადაში საიჯარო ხელშეკრულებას, აუქციონის
შედეგები უქმდება, ხოლო გადახდილი საგარანტიო თანხა - (ბე) უკან აღარ ბრუნდება;

- მეიჯარე იტოვებს უფლებას, განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, წერილობითი შეტყობინების
საფუძველზე, მოსთხოვოს მოიჯარეს ობიექტის გათავისუფლება და ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება;

- თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული
პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან
წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ
მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში
მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და
გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

საიჯარო ქირა:
- არასაცხოვრებელი ფართისა და შენობის შემთხვევაში შეიტანება სს „ლიბერთი ბანკში“, საბანკო ანგარიშზე
_ N 300503212;
- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემთხვევაში - სს „ლიბერთი ბანკში“, საბანკო ანგარიშზე
_ N 300503047.

ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე - 555 00 41 64, ასევე ცხელ ხაზზე - 2 601 601.



გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი