გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

4-09-2018, 15:22, ნანახია: 156-ჯერ

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს N6

აუქციონის დაწყება - დამთავრება 14.09.2018 14:00 - 14.09.2018 16:00

1. განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები:

ა) ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩა N47-ში მდებარე ყოფილი ინდბინათმშენებლობის შენობა-
ნაგებობები - N1 საერთო ფართით - 10,6კვმ, N2 საერთო ფართით - 287,1კვმ, N3 საერთო ფართით - 199,4კვმ, N4 საერთო ფართით - 13,0 კვმ _ სულ, საერთო ფართი - 510,10 კვმ, მიმაგრებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 2368,0 კვმ, საკადასტრო კოდი - 51.01.59.184; საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 57 159 (ორმოცდა ჩვიდმეტი ათას ას ორმოცდა ცხრამეტი) ლარი, (შენობების ღირებულება - 28 743 (ოცდა რვა ათას შვიდას ორმოცდა სამი) ლარი, მიწის ღირებულება - 28 416 (ოცდა რვა ათას ოთხას თექვსმეტი) ლარი). „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 17 148 (ჩვიდმეტი ათას ას ორმოცდა რვა) ლარი; სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 2 858 (ორი ათას რვაას ორმოცდა თმეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
ტერიტორიაზე განთავსებულია ოთხი შენობა. შენობები სიძველისგან და ხანგრძლივი ბუნებრივი და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად დაზიანებულია. სახურავიდან ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, კედლებზე ბზარებია, აცვევნილია ნალესი, იატაკი ადგილ-ადგილ აყრილია. ბუნებრივი და მექანიკური ზემოქმედების გამო დაზიანებულია კარ-ფანჯარა. ცალკე მდგომი შენობები გამოსულია მწყობრიდან. ეზოში ეკალ-ბარდია გავრცელებული.

ბ) სოფელ ვაზისუბანში მდებარე, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობა. შენობის საერთო ფართი - 1301,10კვმ მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 7971,10კვმ, საკადასტრო კოდი - 51.05.15.231. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 71 243 (სამოცდა თერთმეტი ათას ორას ორმოცდა სამი) ლარი, (შენობის ღირებულება - 23 417 (ოცდა სამი ათას ოთხას ჩვიდმეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 47 826 (ორმოცდა შვიდი ათას რვა ას ოცდა ექვსი) ლარი). „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 21 373 (ოცდა ერთი ათას სამას სამოცდა ცამეტი) ლარი; სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 3 563 (სამი ათას ხუთას სამოცდა სამი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა - ნაგებობა ამორტიზებულია. დაზიანებულია სახურავი და კედლები. არ გააჩნია შიდა კიბე, კარ-ფანჯარა და კომუნიკაციის სისტემები.

2. ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება:

ა) სოფელ ახაშენში მდებარე შენობა-ნაგებობები N1, N2, N3, N4, N5, (ყოფილი ბიოლაბორატორიის შენობები) საერთო ფართით - 1601,8კვმ , მიმაგრებული მიწა - 11 819,0კვმ, ს.კ. - 51.08.58.005. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 134 251 (ას ოცდათოთხმეტი ათას ორას ორმოცდა თერთმეტი) ლარი, (შენობების ღირებულება - 42 063 (ორმოცდა ორი ათას სამოცდა სამი) ლარი, მიწის ღირებულება - 92 188,0 (ოთხმოცდა თორმეტი ათას ას ოთხმოცდა რვა) ლარი. „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 40 276 (ორმოცი ათას ორას სამოცდა თექვსმეტი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 6 713 (ექვსი ათას შვიდას ცამეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
ტერიტორიაზე განთავსებული ხუთივე შენობა-ნაგებობა ამორტიზებულია. დაზიანებულია სახურავი და კედლები. როგორც მთავარ კორპუსს, ასევე დანარჩენ შენობებს არ გააჩნია შიდა კიბე, კარ-ფანჯარა და კომუნიკაციის სისტემები. ეზოში ცალკე მდგომი შენობა დანგრეულია.

ბ) სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე, 249,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 51.02.60.038. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 2 789 (ორი ათას შვიდას ოთხმოცდა ცხრა) ლარი. „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 837 (რვა ას ოცდაჩვიდმეტი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 140 (ას ორმოცი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფელ ვაჩნაძიანში, თელავი-თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო ტრასის გასწვრივ. ფართი თავისუფალია. შესაძლებელია მისი გამოყენება კომერციული მიზნით.


________________________

- ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე“-ს გადახდა შესაძლებელია ნაღდი
ანგარიშსწორებით სს „ლიბერთი ბანკში“ ან/და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი.
- გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან, 15 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში
გამარჯვებულსა და ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15
კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს ქონების ღირებულების სრულად გადახდა სს
„ლიბერთი ბანკში“ შემდეგ სახაზინო კოდზე: შენობა-ნაგებობის პრივატიზებისას - 300503313,
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებისას კოდზე - 300503390;
- 30 კალენდარული დღის ვადაში ქონების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის
შედეგები უქმდება.
- ქონების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ, აუქციონში გამარჯვებულს გადეცემა საკუთრების
უფლების დამადასტურებელი მოწმობა.
- ქონების დათვალიერება შესაძლებელია ქონების მესაკუთრესთან შეთანხმებით.
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 555 00 41 64; ასევე, შეგიძლია დარეკოთ
ცხელ ხაზზე - 2 601 601






გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი