გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

16-08-2018, 17:48, ნანახია: 140-ჯერ

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს

აუქციონის დაწყება - დამთავრება 14.08.2018 16:00 - 22.08.2018 16:00

1. ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება:

ა) შენობა-ნაგებობები:

ა-ა) ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩა N47-ში მდებარე ყოფილი ინდბინათმშენებლობის შენობა-
ნაგებობები - N1 საერთო ფართით - 10,6კვმ, N2 საერთო ფართით - 287,1კვმ, N3 საერთო ფართით - 199,4კვმ, N4 საერთო ფართით - 13,0 კვმ _ სულ, საერთო ფართი - 510,10 კვმ, მიმაგრებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 2368,0 კვმ, საკადასტრო კოდი - 51.01.59.184; საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 66 741 (სამოცდა ექვსი ათას შვიდას ორმოცდა ერთი) ლარი, (შენობების ღირებულება - 38 325 (ოცდა თვრამეტი ათას სამას ოცდა ხუთი) ლარი, მიწის ღირებულება - 28 416 (ოცდა რვა ათას ოთხას თექვსმეტი) ლარი). „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 20 023 (ოცი ათას ოცდასამი) ლარი; სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 3 337 (სამი ათას სამას ოცდა ჩვიდმეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
ტერიტორიაზე განთავსებულია ოთხი შენობა. შენობები სიძველისგან და ხანგრძლივი ბუნებრივი და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად დაზიანებულია. სახურავიდან ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, კედლებზე ბზარებია, აცვევნილია ნალესი, იატაკი ადგილ-ადგილ აყრილია. ბუნებრივი და მექანიკური ზემოქმედების გამო დაზიანებულია კარ-ფანჯარა. ცალკე მდგომი შენობები გამოსულია მწყობრიდან. ეზოში ეკალ-ბარდია გავრცელებული.


ა-ბ) ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩა N47-ში მდებარე ყოფილი ინდბინათმშენებლობის შენობა- ნაგებობები - N1, N2, N3, N4, N5, N6, N7 _ საერთო ფართით - 1712,60 კვმ, მიმაგრებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 11471,0 კვმ საკადასტრო კოდი - 51.01.59.066. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 166 088 (ას სამოცდა ექვსი ათას ოთხმოცდა რვა) ლარი, (შენობების ღირებულება - 51 378 (ორმოცდა თერთმეტი ათას სამას სამოცდა თვრამეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 114 710 (ას თოთხმეტი ათას შვიდას ათი) ლარი). „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-- 49 827 (ორმოცდა ცხრა ათას რვაას ოცდაშვიდი) ლარი; სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 8 305 (რვა ათას სამას ხუთი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ძირითადად ანგარის ტიპისაა, რომლებსაც სიძველისა და ხანგრძლივი ბუნებრივი და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად გააჩნია დაზიანებები. სახურავისა და სხვა რკინა-ბეტონის კონსტრუქციები დაშლილ-კოროზირებულია. ცალკე მდგომი შენობები გამოსულია მწყობრიდან. ეზოში ეკალ-ბარდია გავრცელებული.





ა-გ) ქ. გურჯაანში, თაყაიშვილის ქ.N1-ში მდებარე 175,40კვმ არასაცხოვრებელი ფართი (ყოფილი მაღაზია). საკადასტრო კოდი - 51.01.57.017.01.507. საწყისი საპრივატიზებო ფასი - 14 99 7 (თოთხმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდა ჩვიდმეტი) ლარი. „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 4 499 (ოთხი ათას ოთხას ოთხმოცდა ცხრამეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 750 (შვიდას ორმოცდა ათი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
ფართი მდებარეობს თაყაიშვილის ქ.#1-ში განთავსებულ საცხოვრებელ კორპუსში, პირველ
სართულზე, შენობის ეს ნაწილი მოუვლელია, არ გააჩნია კარ-ფანჯარა. კედლები მთლიანად
დაზიანებულია. ჩამოყრილია ნალესი, იატაკი აყრილია.

ა-დ) სოფელ კალაურში მდებარე შენობა-ნაგებობა (ყოფილი მეურნეობის შენობა, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 1076,0კვმ, შენობის ფართი - 396,7კვმ. საკადასტრო კოდი - 51.03.62.082) საწყისი საპრივატიზებო ფასი - 26 970 (ოცდა ექვსი ათას ცხრაას სამოცდა ათი) ლარით. (შენობის ღირებულება - 19 438 (ცხრამეტი ათას ოთხას ოცდათვრამეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 7 532 (შვიდი ათას ხუთას ოცდა თორმეტი) ლარი.) „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 8 091 (რვა ათას ოთხმოცდა თერთმეტი) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 1 349 (ერთი ათას სამას ორმოცდა ცხრა) ლარს.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა ამორტიზებულია. სახურავიდან ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, რის გამოც დაზიანებულია ჭერი და კედლები. შენობას უმეტესად არ აქვს კარ-ფანჯარა, რაც არის ისიც უვარგისია.


ა-ე) სოფელ ვაზისუბანში მდებარე, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობა. შენობის საერთო ფართი - 1301,10კვმ მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 7971,10კვმ, საკადასტრო კოდი - 51.05.15.231. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 77 098 (სამოცდა ჩვიდმეტი ათას ოთხმოცდა თვრამეტი) ლარი, (შენობის ღირებულება - 29 272 (ოცდა ცხრა ათას ორას სამოცდა თორმეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 47 826 (ორმოცდა შვიდი ათას რვა ას ოცდა ექვსი) ლარი). „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 23 130 (ოცდა სამიი ათას ას ოცდა ათი) ლარი; სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 3 855 (სამი ათას რვაას ორმოცდა თხუთმეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა - ნაგებობა ამორტიზებულია. დაზიანებულია სახურავი და კედლები. არ გააჩნია შიდა კიბე, კარ-ფანჯარა და კომუნიკაციის სისტემები.

ა-ვ) სოფელ ყიტაანში მდებარე შენობა-ნაგებობის (ყოფილი კულტურის სახლი, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 1104,0კვმ, შენობის ფართი - 157,2კვმ. საკადასტრო კოდი - 51.09.55.078) საწყისი საპრივატიზებო ფასი - 12 126 (თორმეტი ათას ას ოცდა ექვსი) ლარი. (შენობის ღირებულება - 5 502 (ხუთი ათას ხუთას ორი) ლარი. მიწის ფასი - 6 624 (ექვსი ათას ექვსას ოცდა ოთხი) ლარი.) „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 3 638 (სამი ათას ექვსას ოცდათვრამეტი) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 607 (ექვსას შვიდი) ლარს.
ობიექტის აღწერილობა:
შენობის კედლები და ჭერი ჩამონგრეულია. სახურავი გამოსულია მწყობრიდან, ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი.

ა-ზ) სოფელ კოლაგში მდებარე შენობა-ნაგებობა, (ყოფილი კულტურის სახლის შენობა). შენობის საერთო ფართი _ 548,6კვმ, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 1587,0კვმ, საკადასტრო კოდი - 51.13.55.056. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 45 335 (ორმოცდა ხუთი ათას სამას ოცდა თხუთმეტი) ლარი. (შენობის ღირებულება - 39 225 (ოცდა ცხრამეტი ათას ორას ოცდა ხუთი), მიწის ღირებულება - 6 110 (ექვსი ათას ას ათი) ლარი);E„ბე“ - საწყისი ფასის 30% - 13 601 (ცამეტი ათას ექვსას ერთი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - 5% - 2 267 (ორი ათას ორას სამოცდა შვიდი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა ამორტიზირებულია _ სახურავი დაზიანებულია, ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, რის შედეგადაც დაზიანებულია ჭერი და კედლები. არ გააჩნია კარ-ფანჯარა. მიმაგრებული მიწა თავისუფალია, არ არის დატვირთული რაიმე საქმიანობით.

ა-თ) სოფელ კარდენახში მდებარე შენობა-ნაგებობა, ყოფილი N2 საბავშვო ბაღის შენობა - ს.კ. 51.15.23.286, შენობის საერთო ფართი - 259,40კვმ, მიმაგრებული მიწა - 1093,0კვმ. ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი - 19 231 (ცხრამეტი ათას ორას ოცდა თერთმეტი) ლარი. (შენობის ღირებულება - 13 328 (ცამეტი ათას სამას ოცდა რვა) ლარი, მიწის ღირებულება - 5 903 (ხუთი ათას ცხრას სამი) ლარი.) „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 5 770 (ხუთი ათას შვიდას სამოცდაათი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 962 (ცხრაას სამოცდა ორი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობის სახურავი დაზიანებულია, ჭერზე, ადგილ-ადგილ შეიმჩნევა ბუნებრივი ნალექის ჩამონადენის კვალი. მეორე სართულს ხის შუშაბანდი აქვს. ხის ფიცრულ კედლებზე აღინიშნება ღიობები.

ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართები:

ბ-ა) ქ. გურჯაანში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე, 780,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო ანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი - 51.01.51.067, საწყისი საპრივატიზებო ფასი - 5 335 (ხუთი ათას სამას ოცდათხუთმეტი) ლარი. „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზებო ფასის 30%-ს - 1601 (ერთი ათას ექვსას ერთი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 267 (ორას სამოცდა შვიდი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანის გარეუბანში. ფართი თავისუფალია.

ბ-ბ) ქ. გურჯაანში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე - 260,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი - 51.01.51.042. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 1778 (ერთი ათას შვიდას სამოცდა თვრამეტი) ლარი. „ბე“ შეადგენს საწყისი ფასის 30%-ს - 534 (ხუთას ოცდა თოთხმეტი), სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 89 (ოთხმოცდა ცხრა) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანის გარეუბანში. ფართი თავისუფალია.


ბ-გ) ქ. გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე - 20კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 51.01.60.366. საწყისი საპრივატიზაციოფასი - 800 (რვაასი) ლარი. „ბე“ საწყისი ფასის 30% - 240 (ორას ორმოცი) ლარი, სავაჭრო ბიჯი 5% - 40 (ორმოცი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანის ცენტარლურ ნაწილში. ფართი თავისუფალია.






________________________

ქონების ღირებულების გადახდა შესაძლებელია სს „ლიბერთი ბანკში“, შემდეგ სახაზინო კოდებზე:

_ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართების პრივატიზებისას კოდზე _ #300503390;
_ შენობა-ნაგებობის პრივატიზებისას _ #300503313;

ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე - 555 00 41 64, ასევე ცხელ ხაზზე - 2 601 601.



გურჯაანის მუნიციპალიტეტი






,
 

სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი