გურჯაანის მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

1-08-2018, 11:02, ნანახია: 33-ჯერ

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს

აუქციონის დაწყება - დამთავრება 31.07.2018წ. 17:30 - 15.08.2018წ. 15:00

1. ელექტრონულ აუქციონზე იჯარით გაცემის მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება:

- ქ. გურჯაანში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე 570 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი - 51.01.60.176. წლიური საიჯარო ქირა - 1560 (ერთი ათას ხუთას სამოცი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 78 (სამოცდა თვრამეტი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 468 (ოთხას სამოცდა რვა) ლარი. საიჯარო ვადა 2 წელი.
ობიექტის აღწერილობა:
იჯარით გასაცემი ფართი მდებარეობს ქ. გურჯაანის ცენტრალურ ნაწილში, გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიმდებარედ და რკინიგზის სადგურთან ახლოს. შესაძლებელია მისი გამოყენება კომერციული მიზნისთვის.

- სოფელ შაშიანში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე განთავსებული 50,9კვმ არასაცხოვრებელი ფართი. შენობის საკადასტრო კოდი - 51.04.62.003. წლიური საიჯარო ქირა - 600 (ექვსასი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 30 (ოცდა ათი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 480 (ას ოთხმოცი) ლარი. საიჯარო ვადა 2 წელი.
ობიექტის აღწერილობა:
იჯარით გასაცემი ფართი განთავსებულია შენობის პირველ სართულზე, არის სარემონტო, სუფთა მდგომარეობაში.

- სოფელ კალაურის ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე განთავსებული 12,0კვმ არასაცხოვრებელი ფართი. შენობის საკადასტრო კოდი - 51.03.12.347. წლიური საიჯარო ქირა - 240 (ორას ორმოცი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 12 (თორმეტი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 72 (სამოცდა თორმეტია) ლარი. საიჯარო ვადა 2 წელი.
ობიექტის აღწერილობა:
იჯარით გასაცემი ფართი განთავსებულია შენობის პირველ სართულზე, არის სარემონტო, სუფთა მდგომარეობაში.

2. პირობიან ელექტრონულ აუქციონზე, იჯარით გასაცემად, კომერციული საქმიანობის მიზნით
გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. გურჯაანში, გურამიშვილის
ქუჩაზე მდებარე „ბებოს ბაღის“ ტერიტორიიდან - საკადასტრო კოდი - 51.01.60.072, 54,5 კვმ
არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. წლიური საიჯარო ქირა - 600
(ექვსასი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 30 (ოცდა ათი) ლარი, „ბე“ -
საწყისი ქირის 30% - 180 (ასოთხმოცი) ლარი. საიჯარო ვადა 2 წელი.

აუქციონის პირობა:
აუქციონში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში,
ზემოხსენებულ ფართებში უზრუნველყოს:


- გამაგრილებელი და უალკოჰოლო სასმელების, ტკბილეულის და ჩამოსასხმელი ნაყინის
რეალიზაცია. ფერადი განათებისა და მსუბუქი მუსიკალური ფონის შექმნა. (კატეგორიულად
იკრძალება ალკოპოლიანი სასმელის გაყიდვა.)
- საიჯარო ვადის განმავლობაში, მუდმივად შესთავაზოს მოსახლეობას ზემოხსენებული
მომსახურეობა;
- აუქციონში გამარჯვებულმა, უზრუნველყოს ტერიტორიის დასუფთავება და სანიტარულ-
ჰიგიენური ნორმების დაცვა.
ობიექტის აღწერილობა:
იჯარით გასაცემი ფართი განთავსებულია ქალაქის ცენტრში, „ბებოს ბაღის“ ტერიტორიაზე, სადაც
დღის განმავლობაში მოძრაობს ხალხის დიდი ნაკადი.

________________________

- საწყისი თანხა შეადგენს ფართის იჯარით სარგებლობის წლიურ გადასახადს.

- აუქციონში გამარჯვებულზე გაიცემა გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი.

- აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის
ვადაში დაფაროს აუქციონის შედეგად დაფიქსირებული, ერთი თვის საიჯარო ქირა და ქონების
მესაკუთრესთან გააფორმოს საიჯარო ხელშეკრულება;

- იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული ხელს არ მოაწერს აუქციონის გამარჯვების
დამადასტურებელ ოქმს, ან/და არ გააფორმებს აღნიშნულ ვადაში საიჯარო ხელშეკრულებას, აუქციონის
შედეგები უქმდება, ხოლო გადახდილი საგარანტიო თანხა - (ბე) უკან აღარ ბრუნდება;

- მეიჯარე იტოვებს უფლებას, წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, ერთი თვის ვადაში, მოსთხოვოს
მოიჯარეს ობიექტის გათავისუფლება და ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება;

- თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული
პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან
წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ
მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში
მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და
გამოუხმობი საბანკოგარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

საიჯარო ქირა:
- არასაცხოვრებელი ფართის იჯარისათვის შეიტანება სს „ლიბერთი ბანკში“, საბანკო ანგარიშზე _
N 300503212,
- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარისათვის - სს „ლიბერთი ბანკში“, საბანკო ანგარიშზე _
N 300503047,

ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე - 595 37 72 60, ასევე ცხელ ხაზზე - 2 601 601.


გურჯაანის მუნიციპალიტეტი


 

სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი