გურჯაანის მუნიციპალიტეტი ა ცხადებს ღია აუქციონს

15-11-2013, 11:55, ნანახია: 1097-ჯერ

ღია აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იქნება:

1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ კაჭრეთში მდებარე შენობა-ნაგებობა (ყოფილი რაიკავშირი), შენობის საერთო ფართი _ 474,1კვმ, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა _ 984,6კვმ. საკადასტრო კოდი _ 51.20.04.689. საწყისი გასაყიდი ფასი _ 24 722 (ოცდა ოთხი ათას შვიდას ოცდა ორი) ლარი, `ბე~ _ 7417 (შვიდი ათას ოთხას ჩვიდმეტი) ლარი;

2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შემდეგი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართები:

_ ქ. გურჯაანში სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე 53 კვმ. საკადასტრო კოდი _ 51.01.59.113
საწყისი გასაყიდი ფასი _ 481 (ოთხას ოთხმოცდა ერთი) ლარი. `ბე~ _ 144 (ას ორმოცდა
ოთხი) ლარი;

_ ქ. გურჯაანში სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე 2267 კვმ. საკადასტრო კოდი _ 51.01.59.124
საწყისი გასაყიდი ფასი _ 17 140 (ჩვიდმეტი ათას ას ორმოცი) ლარი. `ბე~ _ 5 142 (ხუთი
ათას ას ორმოცდა ორი) ლარი;
_ სოფელ მუკუზანში მდებარე 1644 კვმ; საწყისი გასაყიდი ფასი _ 6 214 (ექვსი ათას ორას
თოთხმეტი) ლარი. `ბე~ _ 1 864 (ათას რვაას სამოცდა ოთხი) ლარი;

სავაჭრო ბიჯის ოდენობა ყველა ზემოხსენებული ობიექტისათვის განისაზღვრება საწყისი გასაყიდი ფასის 10 %-ის ოდენობით. აუქციონში მონაწილის ბილეთის ღირებულებაა _ 50 ლარი. საბანკო რეკვიზიტებია _ ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში
სახაზინო კოდი _ `ბე~ შენობა-ნაგებობისთვის _ #300503313, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისთვის _ #300503390, ბილეთის ღირებულება _ 300503282.
აუქციონში მონაწილეთა განცხადებების მიიღება _ 2013 წლის 12 ნოემბრიდან, 2013 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით,15 საათამდე.
აუქციონი გაიმართება 2013 წლის 27 ნოემბერს 17 საათზე.

უქციონში მონაწილეობის წესი:
აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი პრივატიზებისას 25%-ზე ნაკლებია.
აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში `მონაწილე~) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:
ა) განაცხადს, შევსებულს დამტკიცებული ფორმის მიხედვით, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, მუნიციპალური ქონების დასახელებასა და საწყის ფასზე, `ბე~ და ბილეთის ღირებულების დამადასტურებელ ქვითრებს, რომელიც შეიტანება მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე.
B გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მონაცემებს;
დ) ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ე) იურიდიული პირები დამატებით წარადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს;
`მყიდველი~ აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში წარმოდგენილი დოკუმენტების რეგისტრაციის მომენტიდან, იღებს `მონაწილის ბილეთს~ და ღებულობს მონაწილის სტატუსს.
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია _ `მყიდველი~-ს მიერ ქონების შესაძენად მაქსიმალური ფასის (არანაკლებ საწყისი ფასისა) გადახდა.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს სრული საპრივატიზაციო თანხა.
დამატებითი ცნობებისათვის მოგვმართეთ მისამართზე: ქ. გურჯაანი ნონეშვილის გამზირი #13, გამგეობის შენობის მესამე სართული, ოთახი #1.

ტელეფონი: 599852243 599852265

გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი