აუქციონის დაწყება - დამთავრება 02.10.2017წ. 16:00 - 11.10.2017წ. 15:00 1. ელექტრონულ აუქციონზე იჯარით გაცემის მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართი: - ქ. გურჯაანში, ნონეშვილის გამზირი N14-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მეორე სართულზე განთავსებული - 18,8კვმ არასაცხოვრებელი ფართი, საკადასტრო კოდი - 51.01.60.080.01.500. წლიური საიჯარო ქირა - 480,0 (ოთხას ოთხმოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5 % - 24 (ოცდა ოთხი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 144 (ას ორმოცდა ოთხი) ლარი. საიჯარო ვადა - ათი წელი. ობიექტის აღწერილობა: იჯარით გასაცემი ფართი განთავსებულია შენობის მეორე სართულზე, არის სარემონტო, სუფთა მდგომარეობაში. _________________________ ქირა არასაცხოვრებელი ფართის იჯარისათვის შეიტანება საბანკო ანგარიშზე _ N300503212, სს „ლიბერთი ბანკში“. ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე - 595 37 72 60, ასევე ცხელ ხაზზე - 2 601 601. გურჯაანის მუნიციპალიტეტი |