გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს N13

13-09-2017, 11:56, ნანახია: 142-ჯერ

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს N13
________________________

აუქციონის დაწყება - დამთავრება 13.09.2017წ. 12:00 - 11.10.2017წ. 15:00

1) ელექტრონულ აუქციონზე, პრივატიზების მიზნით, გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა:

-- სოფელ შაშიანის ყოფილი ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობი N1 და N2 (ს/კ 51.04.62.003, შენობების საერთო ფართი - 992,30კვმ, მიმაგრებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 1729,0კვმ) საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება - 265 365 (ორას სამოცდახუთი ათას სამას სამოცდა ხუთი) ლარი, (შენობის ღირებულება - 248 075 (ორას ორმოცდა რვა ათას სამოცდა თხუთმეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 17 290 (ჩვიდმეტი ათას ორას ოთხმოცდა ათი) ლარი.) „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 79 610 (სამოცდა ცხრამეტი ათას ექვსას ათი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 13 269 (ცამეტი ათას ორას სამოცდა ცხრა) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა-ნაგებობები განთავსებულია ცენტრალური ავტომაგისტრალის გასწვრივ. შენობები ამორტიზებულია,
დაზიანებულია სახურავი და კედლები. არ გააჩნია კარ-ფანჯარა.


2) პირობიან ელექტრონულ აუქციონზე, დემონტაჟის მიზნით, საპრივატიზაციოდ, გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. გურჯაანში, გურამიშვილის ქ.N7-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, (ს/კ 51.01.60.164, შენობის ფართი - 1056,7კვმ). დემონტაჟის შედეგად ამოღებული, ვარგისი საშენი კონსტრუქციებისა და მასალების ღირებულება - 76 500 (სამოცდათექვსმეტი ათას ხუთასი) ლარი, „ბე“ საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 22 950 (ოცდა ორი ათას ცხრაას ორმოცდა ათი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 3 825 (სამი ათას რვაას ოცდა ხუთი) ლარი. მრავალბინიანი კორპუსის პრივატიზება ხორციელდება მიწის გარეშე.

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონის დასრულებიდან ექვსი თვის ვადაში უზრუნველყოს შენობის დემონტაჟი, ტერიტორიის გასუფთავება და მოსწორება სკვერის მოსაწყობად.

ბ) დემონტაჟი განხორციელდეს გამგეობის მიერ გაცემული, დემონტაჟზე მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული პირობების დაცვით. კერძოდ, გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი იქნეს - დემონტაჟის პროექტი (გეგმები, დემონტაჟის ორგანიზაციის პროექტი - გრაფიკით, უსაფრთხოების ნორმების დაცვის პროექტი, შენობის შემოღობვის პროექტი და სადემონტაჟე პერიმეტრზე არსებული კომუნიკაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტი) რომელზედაც გაცემული იქნება დასკვნა სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული ექსპერტის მიერ;

ობიექტის აღწერილობა:

1992 წელს მომხდარი ბუნებრივი აირის აფეთქების გამო, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი
ჩამონგრეულია. დემონტაჟის შედეგად შესაძლებელი იქნება ვარგისი სამშენებლო მასალებისა და
კონსტრუქციების ამოღება.


_________________

ქონების ღირებულების გადახდა შესაძლებელია სს „ლიბერთი ბანკში“, სახაზინო კოდზე _ #300503313

ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე - 595 37 72 60, ასევე ცხელ ხაზზე - 2 601 601.



გურჯაანის მუნიციპალიტეტი





 

სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი