გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს N12

12-09-2017, 13:01, ნანახია: 144-ჯერ

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს N12
________________________

აუქციონის დაწყება - დამთავრება 12.09.2017წ. 12:00 - 11.10.2017წ. 15:00

1) ელექტრონულ აუქციონზე, პრივატიზების მიზნით, გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული:

ა) შენობა-ნაგებობები:
ა-ა) ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩა N47-ში მდებარე, ყოფილი ინდბინათმშენებლობის შენობა-ნაგებობები - N1, საერთო ფართით - 10,6კვმ, N2, საერთო ფართით - 287,1კვმ, N3, საერთო ფართით - 199,4კვმ, N4, საერთო ფართით - 13,0 კვმ _ სულ, საერთო ფართი - 510,10 კვმ, მიმაგრებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 2368,0 კვმ, საკადასტრო კოდი - 51.01.59.184; საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 66 741 (სამოცდა ექვსი ათას შვიდას ორმოცდა ერთი) ლარი, (შენობების ღირებულება - 38 325 (ოცდა თვრამეტი ათას სამას ოცდა ხუთი) ლარი, მიწის ღირებულება - 28 416 (ოცდა რვა ათას ოთხას თექვსმეტი) ლარი). „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 20 022 (ოცი ათას ოცდა ორი) ლარი; სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 3 337 (სამი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
ტერიტორიაზე განთავსებულია ოთხი შენობა. შენობები სიძველისა და ხანგრძლივი ბუნებრივი და ფიზიკური
ზემოქმედების შედეგად დაზიანებულია. სახურავიდან ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, კედლებზე ბზარებია. აცვევნილია ნალესი, იატაკი ადგილ-ადგილ აყრილია. ბუნებრივი და მექანიკური ზემოქმედების გამო დაზიანებულია კარ-ფანჯარა. ცალკე მდგომი შენობები გამოსულია მწყობრიდან. ეზოში ეკალ-ბარდია გავრცელებული.

ა-ბ) ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩა N47-ში მდებარე ყოფილი ინდბინათმშენებლობის შენობა-ნაგებობები - N1, N2, N3, N4, N5, N6, N7 _ საერთო ფართით - 1712,60 კვმ, მიმაგრებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 11471,0 კვმ საკადასტრო კოდი - 51.01.59.066. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 166 088 (ას სამოცდა ექვსი ათას ოთხმოცდა რვა) ლარი, (შენობების ღირებულება - 51 378 (ორმოცდა თერთმეტი ათას სამას სამოცდა თვრამეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 114 710 (ას თოთხმეტი ათას შვიდას ათი) ლარი). „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 49 827 (ორმოცდა ცხრა ათას რვაას ოცდაშვიდი) ლარი; სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 8 305 (რვა ათას სამას ხუთი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ძირითადად ანგარის ტიპისაა, რომლებსაც სიძველისა და ხანგრძლივი ბუნებრივი და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად გააჩნია დაზიანებები. სახურავისა და სხვა რკინა-ბეტონის კონსტრუქციები დაშლილ-კოროზირებულია. ცალკე მდგომი შენობები გამოსულია მწყობრიდან. ეზოში ეკალ-ბარდია გავრცელებული.

ა-გ) სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე შენობა-ნაგებობის (ყოფილი კულტურის სახლი, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 7333,0კვმ, შენობის ფართი - 2901,3კვმ. საკადასტრო კოდი - 51.02.58.104) საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს - 165 852 (ას სამოცდა ხუთი ათას რვაას ორმოცდა თორმეტი) ლარით. (შენობის ფასი - 121 854 (ას ოცდა ერთი ათას რვაას ორმოცდა თოთხმეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 43 998 (ორმოცდა სამი ათას ცხრაას ოთხმოცდა თვრამეტი) ლარი.) „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 49 756 (ორმოცდა ცხრა ათას შვიდას ორმოცდა თექვსმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 8 293 (რვა ათას ორას ოთხმოცდა ცამეტი) ლარი.


ობიექტის აღწერილობა:
შენობა ამორტიზებულია, დაზიანებულია სახურავი, ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, რის გამოც დაზიანებულია სამივე სართული. შენობას არ გააჩნია კარ-ფანჯარა.

ა-დ) სოფელ კალაურში მდებარე შენობა-ნაგებობის (ყოფილი მეურნეობის შენობა, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 1076,0კვმ, შენობის ფართი - 396,7კვმ. საკადასტრო კოდი - 51.03.62.082) საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს - 26 970 (ოცდა ექვსი ათას ცხრაას სამოცდა ათი) ლარით. (შენობის ღირებულება - 19 438 (ცხრამეტი ათას ოთხას ოცდა თვრამეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 7 532 (შვიდი ათას ხუთას ოცდა თორმეტი) ლარი.) „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 8 091 (რვა ათას ოთხმოცდა თერთმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 1 349 (ერთი ათას სამას ორმოცდა ცხრა) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა ამორტიზებულია. სახურავიდან ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, რის გამოც დაზიანებულია ჭერი და კედლები. შენობას უმეტესად არ აქვს კარ-ფანჯარა, რაც არის ისიც უვარგისია.

ა-ე) სოფელ ყიტაანში მდებარე შენობა-ნაგებობის (ყოფილი კულტურის სახლი, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 1104,0კვმ, შენობის ფართი - 157,2კვმ. საკადასტრო კოდი - 51.09.55.078) საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს - 12 126 (თორმეტი ათას ას ოცდა ექვსი) ლარი. (შენობის ღირებულება - 5 502 (ხუთი ათას ხუთას ორი) ლარი. მიწის ფასი - 6 624 (ექვსი ათას ექვსას ოცდა ოთხი) ლარი.) „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 3 638 (სამი ათას ექვსას ოცდათვრამეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 607 (ექვსას შვიდი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობის კედლები და ჭერი ჩამონგრეულია. სახურავი გამოსულია მწყობრიდან, ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი.

ა-ვ) ქ. გურჯაანში, ფარნავაზის ქ.N14-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობა). მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 21 662,0კვმ. შენობების საერთო ფართი - 5 516,6კვმ. საკადასტრო კოდი _ 51.01.61.092. საწყისი საპრივატიზებო ფასი - 370 161 (სამას სამოცდა ათი ათას ას სამოცდა ერთი) ლარი. (შენობა-ნაგებობების ღირებულება - 157 223 (ას ორმოცდა ჩვიდმეტი ათას ორას ოცდა სამი) ლარი, მიწის ღირებულება ნორმატიული ფასის შესაბამისად - 212 938 (ორას თორმეტი ათას ცხრაას ოცდათვრამეტი) ლარი.) „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 111 049 (ას თერთმეტი ათას ორმოცდა ცხრა) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 18 508 (თვრამეტი ათას ხუთას რვა) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობები ამორტიზირებულია, დაზიანებული აქვს სახურავები, რის შედეგად დაზიანდა სართულებს
შორის გადახურვები და კედლები. ასევე, შენობებს არ გაჩნია კარ-ფანჯარა.

ა-ზ) ქ. გურჯაანში, თაყაიშვილის ქ.N1-ში მდებარე 175,40კვმ არასაცხოვრებელი ფართი (ყოფილი მაღაზია). საკადასტრო კოდი - 51.01.57.017.01.507. საწყისი საპრივატიზებო ფასი - 14 997 (თოთხმეტი ათას ხცრას ოთხმოცდა ჩვიდმეტი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 4 499 (ოთხი ათას ოთხას ოთხმოცდა ცხრამეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 750 (შვიდას ორმოცდა ათი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
ფართი მდებარეობს თაყაიშვილის ქ.#1-ში განთავსებულ საცხოვრებელ კორპუსში, პირველ სართულზე, შენობის ეს ნაწილი მოუვლელია, არ გააჩნია კარ-ფანჯარა. კედლები მთლიანად დაზიანებულია. ჩამოყრილია ნალესი, იატაკი აყრილია.



ა-თ) სოფელ ველისციხეში მდებარე შენობა-ნაგებობა (აბანოს შენობა). მიმაგრებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწა - 132კვმ, შენობის ფართი - 90,48კვმ. საკადასტრო კოდი - 51.07.65.005. საწყისი საპრივატიზებო ფასი - 16 529 (თექვსმეტი ათას ხუთას ოცდა ცხრა) ლარი. (შენობის ღირებულება _ 15 473 (თხუთმეტი ათას ოთხას სამოცდა ცამეტი) ლარი, მიწა _ 1 056 (ერთი ათას ორმოცდა თექვსმეტი) ლარი.) „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 4 959 (ოთხი ათას ცხრაას ორმოცდა ცხრამეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 827 (რვა ას ოცდა შვიდი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა მდებარეობს სოფლის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის გვერდით. არის გარემონტებული, კარგ მდგომარეობაში.

ა-ი) სოფელ კოლაგში მდებარე შენობა-ნაგებობა, (ყოფილი კულტურის სახლი). შენობის საერთო ფართი _ 548,6კვმ, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 1587,0კვმ, საკადასტრო კოდი _ 51.13.55.056. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 45 335 (ორმოცდა ხუთი ათას სამას ოცდა თხუთმეტი) ლარი. (შენობის ღირებულება - 39 225 (ოცდა ცხრამეტი ათას ორას ოცდა ხუთი), მიწის ღირებულება - 6 110 (ექვსი ათას ას ათი) ლარი);E„ბე“ - საწყისი ფასის 30% - 13 601 (ცამეტი ათას ექვსას ერთი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - 5% - 2 267 (ორი ათას ორას სამოცდა შვიდი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა ამორტიზირებულია _ სახურავი დაზიანებულია, ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, რის შედეგადაც დაზიანებულია ჭერი და კედლები. არ გააჩნია კარ-ფანჯარა. მიმაგრებული მიწა თავისუფალია, არ არის დატვირთული რაიმე საქმიანობით.

ბ) მოძრავი ქონება:

სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება, „MERСEDES BENZ 4140 12.0D“ (მიქსერი), გამოშვების წელი - 2006, სარეგისტრაციო N - CZ-147-ZC, საიდენტიფიკაციო N - NMB94331712049381, მაქსიმალური მასა – 32000 კგ, დაუტვირთავი მასა – 15490 კგ, ძრავის მოცულობა – 12000 სმ3, საწვავის ტიპი - დიზელი, ფერი - თეთრი. სატრანსპორტო საშუალების საწყისი საპრივატიზებო ფასი - 37 500 (ოცდა ჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზებო ფასის 30% - 11 250 (თერთმეტი ათას ორას ორმოცდა ათი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 1 875 (ერთი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
ავტომანქანა არის სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალება - მიქსერის ტიპის ბეტონმრევი. პარკირებულია ეზოში. არ ფუნქციონირებს, ვინაიდან არ გააჩნია აკუმულიატორი. დაშაშრული და დაზიანებულია მაღალი წნევის შლანგები, აგრეგატიდან გადმოღვრილია საპოხი სითხეები (ზეთები). კაბინაზე შეინიშნება სიძველის, ექსპლუატაციის, ბუნებრივი და ფიზიკური ზემოქმედების ნიშნები. ძრავი მუშა მდგომარეობაშია. საბურავების ცვეთის დონე შეადგენს 90-100%-ს. სალონში - როგორც სავარძელზე, ისე შიდა ინტერიერზე შეიმჩნევა ექსპლუატაციის ნიშნები. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, „მიქსერი“ არამუშა მდგომარეობაშია.









გ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართები:

გ -ა) ქ. გურჯაანში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე 780,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი _ 51.01.51.067. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 5 335 (ხუთი ათას სამას ოცდა თხუთმეტი) ლარი. `ბე~ საწყისი ფასის 30% _ 1 601 (ერთი ათას ექვსას ერთი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 267 (ორას სამოცდა შვიდი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანის გარეუბანში. ფართი თავისუფალია.

გ-ბ) ქ. გურჯაანში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე 260,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი _ 51.01.51.042. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 1 778 (ერთი ათას შვიდას სამოცდა თვრამეტი) ლარი. `ბე~ საწყისი ფასის 30% _ 534 (ხუთას ოცდათოთხმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 89 (ოთხმოცდა ცხრა) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანის გარეუბანში. ფართი თავისუფალია.

2. ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შემდეგი ობიექტები:

2-ა) სოფელ ახაშენში მდებარე შენობა-ნაგებობები N1, N2, N3, N4, N5 (ყოფილი ბიოლაბორატორიის შენობები) საერთო ფართით - 1601,8კვმ, მიმაგრებული მიწა - 11819,0კვმ, ს.კ. - 51.08.58.005. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 118 968,0 (ას თვრამეტი ათას ცხრაას სამოცდა რვა) ლარი, (შენობების ღირებულება - 48 054 (ორმოცდა რვა ათას ორმოცდა თოთხმეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 70 914,0 (სამოცდა ათი ათას ცხრაას თოთხმეტი) ლარი.) „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 35 691 (ოცდა თხუთმეტი ათას ექვსას ოთხმოცდა თერთმეტი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 5 949 (ხუთი ათას ცხრა ას ორმოცდა ცხრა) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
ტერიტორიაზე განთავსებული ხუთი შენობიდან ყველა ამორტიზებულია, დაზიანებულია სახურავი და კედლები. როგორც მთავარ კორპუსს, ისე ცალკე მდგომ შენობებს არ გააჩნია შიდა კიბეები, კარ-ფანჯარა და კომუნიკაციის სისტემები. ეზოში, ცალკე მდგომი ერთი შენობა მთლიანად დანგრეულია.

2-ბ) სოფელ კარდენახში მდებარე შენობა-ნაგებობის (ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა), შენობის საერთო ფართი - 259,40კვმ, მიმაგრებული მიწა - 1093,0კვმ, საკადასტრო კოდი - 51.15.23.286. საწყისი საპრივატიზებო ფასი - 46 561 (ორმოცდა ექვსი ათას ხუთას სამოცდა ერთი) ლარი. (შენობის ღირებულება - 38 910 (ოცდა თვრამეტი ათას ცხრაას ათი) ლარი, მიწის ღირებულება - 7 651 (შვიდი ათას ექვსას ორმოცდა თერთმეტი) ლარი.) „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 13 969 (ცამეტი ათას ცხრაას სამოცდა ცხრა) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 2 328 (ორი ათას სამას ოცდა რვა) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობის სახურავი დაზიანებულია, ჭერზე, ადგილ-ადგილ შეიმჩნევა ბუნებრივი ნალექის ჩამონადენის კვალი. მეორე სართულს ხის შუშაბანდი აქვს. ხის ფიცრულ კედლებზე აღინიშნება ღიობები.





2-გ) სოფელ კარდენახში მდებარე, კულტურის სახლის შენობა-ნაგებობა. შენობის საერთო ფართი - 1544,0კვმ, მიმაგრებული მიწა - 4872,0კვმ. საკადასტრო კოდი - 51.15.73.037. საწყისი საპრივატიზებო ფასი - 70 680 (სამოცდა ათი ათას ექვსას ოთხმოცი) ლარი. (შენობის ღირებულება - 46 320 (ორმოცდა ექვსი ათას სამას ოცი) ლარი, მიწის ღირებულება - 24 360 (ოცდა ოთხი ათას სამას სამოცი) ლარი.) „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 21 204 (ოცდაერთი ათას ორას ოთხი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 3 534 (სამი ათას ხუთას ოცდა თოთხმეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა ამორტიზებულია, დაზიანებული აქვს სახურავი, რის გამოც დაზიანებულია კედლები. არ გააჩნია კარ-ფანჯარა.

3. პირობიან ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით, გამოტანილია მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება - ბანერები:

ა) სარეკლამო ბანერი, მეტალოკონსტრუქციის, განთავსებული - ქ. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩისა და ქოროღლიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ავტომაგისტრალის 63-ე კმ-ზე, პკ - 7+0.

ბ) სარეკლამო ბანერი, მეტალოკონსტრუქციის, განთავსებული - ქ. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ავტომაგისტრალის 65-ე კმ-ზე, პკ - 7+0.

გ) სარეკლამო ბანერი, მეტალოკონსტრუქციის, განთავსებული - ქ. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე, ფოსტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ავტომაგისტრალის 65-ე კმ-ზე, პკ - 3+0.

დ) სარეკლამო ბანერი, მეტალოკონსტრუქციის, განთავსებული - ქ. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე, (ბაზრის ხიდთან) ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ავტომაგისტრალის 65-ე კმ-ზე, პკ - 4+2.

ე) სარეკლამო ბანერი, მეტალოკონსტრუქციის, განთავსებული - სოფელ ჩალაუბანში.

აუქციონის პირობა - აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ბანერების დემონტაჟი და ტერიტორიას დაუბრუნოს პირვანდელი სახე. დემონტაჟი განხორციელდეს კანონმდებლობისა და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით.

მეტალოკონსტრუქციის ბანერების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება შეადგენს - 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარს. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 750 (შვიდას ორმოცდა ათი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 125 (ას ოცდა ხუთი) ლარი.

_________________

ქონების ღირებულების გადახდა შესაძლებელია სს „ლიბერთი ბანკში“, შემდეგ სახაზინო კოდებზე:

_ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართების პრივატიზებისას კოდზე _ #300503390;
_ შენობა-ნაგებობის პრივატიზებისას _ #300503313;




_ ავტოსატრანსპორტო საშუალების პრივატიზებისას _ N300503332.
_ სარეკლამო ბანერის პრივატიზებისას _ N300503282.

ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე - 595 37 72 60, ასევე ცხელ ხაზზე - 2 601 601.



გურჯაანის მუნიციპალიტეტი





 

სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი