გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს პირობიან ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს N11

16-08-2017, 17:41, ნანახია: 89-ჯერ

აუქციონის დაწყება - დამთავრება 15.08.2017წ. 18:00 - 27.08.2017წ. 15:00


პირობიან ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით, გამოტანილია მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება - ბანერები:

ა) სარეკლამო ბანერი, მეტალოკონსტრუქციის, განთავსებული - ქ. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩისა და ქოროღლიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ავტომაგისტრალის 63-ე კმ-ზე, პკ - 7+0.

ბ) სარეკლამო ბანერი, მეტალოკონსტრუქციის, განთავსებული - ქ. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ავტომაგისტრალის 65-ე კმ-ზე, პკ - 7+0.

გ) სარეკლამო ბანერი, მეტალოკონსტრუქციის, განთავსებული - ქ. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე, ფოსტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ავტომაგისტრალის 65-ე კმ-ზე, პკ - 3+0.

დ) სარეკლამო ბანერი, მეტალოკონსტრუქციის, განთავსებული - ქ. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე, (ბაზრის ხიდთან) ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ავტომაგისტრალის 65-ე კმ-ზე, პკ - 4+2.

ე) სარეკლამო ბანერი, მეტალოკონსტრუქციის, განთავსებული - სოფელ ჩალაუბანში.

აუქციონის პირობა - აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ბანერების დემონტაჟი და ტერიტორიას დაუბრუნოს პირვანდელი სახე. დემონტაჟი განხორციელდეს კანონმდებლობისა და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით.

მეტალოკონსტრუქციის ბანერების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება შეადგენს - 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარს. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 750 (შვიდას ორმოცდა ათი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 125 (ას ოცდა ხუთი) ლარი.
ქონების ღირებულების გადახდა შესაძლებელია სს „ლიბერთი ბანკში“, სახაზინო კოდზე _ N300503282.
ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე - 595 37 72 60, ასევე ცხელ ხაზზე - 2 601 601.



გურჯაანის მუნიციპალიტეტი

 

სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი