გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

11-08-2017, 13:02, ნანახია: 232-ჯერ

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს
________________________

აუქციონის დაწყება - დამთავრება 10.08.2017წ. 16:00 - 25.08.2017წ. 15:00

1) ელექტრონულ აუქციონზე, პრივატიზების მიზნით, გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული:

ა) შენობა-ნაგებობები:
ა-ა) სოფელ ახაშენში მდებარე შენობა-ნაგებობები N1, N2, N3, N4, N5 (ყოფილი ბიოლაბორატორიის შენობები) საერთო ფართით - 1601,8კვმ, მიმაგრებული მიწა - 11819,0კვმ, ს.კ. - 51.08.58.005. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 118 968,0 (ას თვრამეტი ათას ცხრაას სამოცდა რვა) ლარი, (შენობების ღირებულება - 48 054 (ორმოცდა რვა ათას ორმოცდა თოთხმეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 70 914,0 (სამოცდა ათი ათას ცხრაას თოთხმეტი) ლარი.) „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 35 691 (ოცდა თხუთმეტი ათას ექვსას ოთხმოცდა თერთმეტი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 5 949 (ხუთი ათას ცხრა ას ორმოცდა ცხრა) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
ტერიტორიაზე განთავსებული ხუთი შენობიდან ყველა ამორტიზებულია, დაზიანებულია სახურავი და კედლები. როგორც მთავარ კორპუსს, ისე ცალკე მდგომ შენობებს არ გააჩნია შიდა კიბეები, კარ-ფანჯარა და კომუნიკაციის სისტემები. ეზოში, ცალკე მდგომი ერთი შენობა მთლიანად დანგრეულია.

ა-ბ) სოფელ კარდენახში მდებარე შენობა-ნაგებობის (ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა), შენობის საერთო ფართი - 259,40კვმ, მიმაგრებული მიწა - 1093,0კვმ, საკადასტრო კოდი - 51.15.23.286. საწყისი საპრივატიზებო ფასი - 46 561 (ორმოცდა ექვსი ათას ხუთას სამოცდა ერთი) ლარი. (შენობის ღირებულება - 38 910 (ოცდა თვრამეტი ათას ცხრაას ათი) ლარი, მიწის ღირებულება - 7 651 (შვიდი ათას ექვსას ორმოცდა თერთმეტი) ლარი.) „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 13 969 (ცამეტი ათას ცხრაას სამოცდა ცხრა) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 2 328 (ორი ათას სამას ოცდა რვა) ლარს.
ობიექტის აღწერილობა:
შენობის სახურავი დაზიანებულია, ჭერზე, ადგილ-ადგილ შეიმჩნევა ბუნებრივი ნალექის ჩამონადენის კვალი. მეორე სართულს ხის შუშაბანდი აქვს. ხის ფიცრულ კედლებზე აღინიშნება ღიობები.

ა-გ) სოფელ კარდენახში მდებარე, კულტურის სახლის შენობა-ნაგებობა. შენობის საერთო ფართი - 1544,0კვმ, მიმაგრებული მიწა - 4872,0კვმ. საკადასტრო კოდი - 51.15.73.037. საწყისი საპრივატიზებო ფასი - 70 680 (სამოცდა ათი ათას ექვსას ოთხმოცი) ლარი. (შენობის ღირებულება - 46 320 (ორმოცდა ექვსი ათას სამას ოცი) ლარი, მიწის ღირებულება - 24 360 (ოცდა ოთხი ათას სამას სამოცი) ლარი.) „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 21 204 (ოცდაერთი ათას ორას ოთხი) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 3 534 (სამი ათას ხუთას ოცდა თოთხმეტი) ლარს.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა ამორტიზებულია, დაზიანებული აქვს სახურავი, რის გამოც დაზიანებულია კედლები. არ გააჩნია კარ-ფანჯარა.






ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართები:

ბ-ა) სოფელ მუკუზანში მდებარე, 1900,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი - 51.06.54.204. საწყისი საპრივატიზებო ფასი - 11 400 (თერთმეტი ათას ოთხასი) ლარი. „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზებო ფასის 30%-ს - 3 420 (სამი ათას ოთხას ოცი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 570 (ხუთას სამოცდა ათი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ცენტრალური ავტომაგისტრალის გასწვრივ, ხევის პირას. აქვს უსწორმასწორო ზედაპირი. დაფარულია ველური მცენარეებით.

ბ-ბ) სოფელ მელაანში მდებარე, 30,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი - 51.17.54.084. საწყისი საპრივატიზებო ფასი - 210 (ორას ათი) ლარი. „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზებო ფასის 30%-ს - 63 (სამოცდა სამი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 11 (თერთმეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ცენტრალური ავტომაგისტრალის გასწვრივ, ავტობუსის გაჩერებასთან. ნაკვეთი არის თავისუფალი, აქვს სწორი ზედაპირი.

3. დემონტაჟის მიზნით, პირობიან ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზაციოდ გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. გურჯაანში, გურამიშვილის ქ.N7-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, (ს/კ 51.01.60.164, შენობის ფართი - 1056,7კვმ). დემონტაჟის შედეგად ამოღებული, ვარგისი საშენი კონსტრუქციებისა და მასალების ღირებულება - 76 500 (სამოცდათექვსმეტი ათას ხუთასი) ლარი, „ბე“ საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 22 950 (ოცდა ორი ათას ცხრაას ორმოცდა ათი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 3 825 (სამი ათას რვაას ოცდა ხუთი) ლარი. მრავალბინიანი კორპუსის პრივატიზება ხორციელდება მიწის გარეშე.
აუქციონის პირობა - აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონის დასრულებიდან ექვსი თვის ვადაში უზრუნველყოს შენობის დემონტაჟი, ტერიტორიის გასუფთავება და მოსწორება სკვერის მოსაწყობად.

ობიექტის აღწერილობა:
1992 წელს მომხდარი ბუნებრივი აირის აფეთქების გამო საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამონგრეულია. დემონტაჟის შედეგად შესაძლებელი იქნება ვარგისი სამშენებლო მასალებისა და კონსტრუქციების ამოღება.

_________________

ქონების ღირებულების გადახდა შესაძლებელია სს „ლიბერთი ბანკში“, შემდეგ სახაზინო კოდებზე:

_ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართების პრივატიზებისას კოდზე _ #300503390;
_ შენობა-ნაგებობის პრივატიზებისას, ასევე დემონტაჟისას _ #300503313;
ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე - 595 37 72 60, ასევე ცხელ ხაზზე - 2 601 601.


გურჯაანის მუნიციპალიტეტი





 

სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი