გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს პირობიან ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

11-07-2017, 10:47, ნანახია: 73-ჯერ

აუქციონის დაწყება - დამთავრება 04.07.2017წ. 15:00 - 18.07.2017წ. 15:00


პირობიან ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით, გამოტანილია მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება - ბანერები:

ა) სარეკლამო ბანერი, მეტალოკონსტრუქციის, განთავსებული - ქ. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩისა და ქოროღლიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ავტომაგისტრალის 63-ე კმ-ზე, პკ - 7+0.

ბ) სარეკლამო ბანერი, მეტალოკონსტრუქციის, განთავსებული - ქ. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ავტომაგისტრალის 65-ე კმ-ზე, პკ - 7+0.

გ) სარეკლამო ბანერი, მეტალოკონსტრუქციის, განთავსებული - ქ. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე, ფოსტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ავტომაგისტრალის 65-ე კმ-ზე, პკ - 3+0.

დ) სარეკლამო ბანერი, მეტალოკონსტრუქციის, განთავსებული - ქ. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე, (ბაზრის ხიდთან) ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ავტომაგისტრალის 65-ე კმ-ზე, პკ - 4+2.

ე) სარეკლამო ბანერი, მეტალოკონსტრუქციის, განთავსებული - სოფელ ჩალაუბანში.

აუქციონის პირობა - აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ბანერების დემონტაჟი და ტერიტორიას დაუბრუნოს პირვანდელი სახე.

მეტალოკონსტრუქციის ბანერების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება შეადგენს - 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარს. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 750 (შვიდას ორმოცდა ათი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 125 (ას ოცდა ხუთი) ლარი.
ქონების ღირებულების გადახდა შესაძლებელია სს „ლიბერთი ბანკში“, სახაზინო კოდზე _ N300503282.
ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე - 595 37 72 60, ასევე ცხელ ხაზზე - 2 601 601.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი





 

სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი