გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

11-07-2017, 10:45, ნანახია: 188-ჯერ

აუქციონის დაწყება - დამთავრება 03.07.2017წ. 12:00 - 17.07.2017წ. 15:00


1. ელექტრონულ აუქციონზე იჯარით გაცემის მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართები:

ა) ქ. გურჯაანში, კოსტავას ქ.N26-ში მდებარე, კომისარიატის შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე განთავსებული - 62,2კვმ არასაცხოვრებელი ფართი. შენობის საკადასტრო კოდია - 51.01.57.013. წლიური საიჯარო ქირა - 960 (ცხრა ას სამოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5 % - 48 (ორმოცდა რვა) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 288 (ორას ოთხმოცდა რვა) ლარი. საიჯარო ვადა - ერთი წელი.
ობიექტის აღწერილობა:
იჯარით გასაცემი ფართი განთავსებულია შენობის პირველ სართულზე, არის სუფთა მდგომარეობაში.

ბ) სოფელ ბაკურციხის ამბულატორიის შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე განთავსებული - 18,8კვმ არასაცხოვრებელი ფართი. შენობის საკადასტრო კოდია - 51.14.62.142. წლიური საიჯარო ქირა - 240,0 (ორას ორმოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5 % - 12 (თორმეტი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 72 (სამოცდა თორმეტი) ლარი. საიჯარო ვადა - ერთი წელი.
ობიექტის აღწერილობა:
იჯარით გასაცემი ფართი განთავსებულია შენობის პირველ სართულზე, არის სარემონტო, სუფთა მდგომარეობაში.

_________________________

ქირა არასაცხოვრებელი ფართის იჯარისათვის შეიტანება საბანკო ანგარიშზე _ N300503212, სს „ლიბერთი ბანკში“.
ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე - 595 37 72 60, ასევე ცხელ ხაზზე - 2 601 601.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი





 

სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი