გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

10-05-2017, 15:12, ნანახია: 189-ჯერ

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს
________________________

აუქციონის დაწყება - დამთავრება 10.05.2017წ. 12:00 - 25.05.2017წ. 15:00

1) განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე, პრივატიზების მიზნით, გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული:

ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართები:

ა -ა) ქ. გურჯაანში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე 780,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი _ 51.01.51.067. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 5 335 (ხუთი ათას სამას ოცდა თხუთმეტი) ლარი. `ბე~ საწყისი ფასის 30% _ 1 601 (ერთი ათას ექვსას ერთი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 267 (ორას სამოცდა შვიდი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანის გარეუბანში. ფართი თავისუფალია.

ა-ბ) ქ. გურჯაანში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე 260,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი _ 51.01.51.042. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 1 778 (ერთი ათას შვიდას სამოცდა თვრამეტი) ლარი. `ბე~ საწყისი ფასის 30% _ 534 (ხუთას ოცდათოთხმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 89 (ოთხმოცდა ცხრა) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანის გარეუბანში. ფართი თავისუფალია.

ბ) შენობა-ნაგებობები:

ბ-ა) ქ. გურჯაანში, ფარნავაზის ქ.N14-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობა). მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 21 662,0კვმ. შენობების საერთო ფართი - 5 516,6კვმ. საკადასტრო კოდი _ 51.01.61.092. საწყისი საპრივატიზებო ფასი - 370 161 (სამას სამოცდა ათი ათას ას სამოცდა ერთი) ლარი. (შენობა-ნაგებობების ღირებულება - 157 223 (ას ორმოცდა ჩვიდმეტი ათას ორას ოცდა სამი) ლარი, მიწის ღირებულება ნორმატიული ფასის შესაბამისად - 212 938 (ორას თორმეტი ათას ცხრაას ოცდათვრამეტი) ლარი.) „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 111 049 (ას თერთმეტი ათას ორმოცდა ცხრა) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 18 508 (თვრამეტი ათას ხუთას რვა) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობები ამორტიზირებულია, დაზიანებული აქვს სახურავები, რის შედეგად დაზიანდა სართულებს
შორის გადახურვები და კედლები. ასევე, შენობებს არ გაჩნია კარ-ფანჯარა.

ბ-ბ) ქ. გურჯაანში, თაყაიშვილის ქ.N1-ში მდებარე 175,40კვმ არასაცხოვრებელი ფართი (ყოფილი მაღაზია). საკადასტრო კოდი - 51.01.57.017.01.507. საწყისი საპრივატიზებო ფასი - 14 997 (თოთხმეტი ათას ხცრას ოთხმოცდა ჩვიდმეტი) ლარი. „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 4 499 (ოთხი ათას ოთხას ოთხმოცდა ცხრამეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 750 (შვიდას ორმოცდა ათი) ლარი.



ობიექტის აღწერილობა:
ფართი მდებარეობს თაყაიშვილის ქ.#1-ში განთავსებულ საცხოვრებელ კორპუსში, პირველ სართულზე, შენობის ეს ნაწილი მოუვლელია, არ გააჩნია კარ-ფანჯარა. კედლები მთლიანად დაზიანებულია. ჩამოყრილია ნალესი, იატაკი აყრილია.

ბ-გ) სოფელ ველისციხეში მდებარე შენობა-ნაგებობა (აბანოს შენობა). მიმაგრებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწა - 132კვმ, შენობის ფართი - 90,48კვმ. საკადასტრო კოდი - 51.07.65.005. საწყისი საპრივატიზებო ფასი - 16 529 (თექვსმეტი ათას ხუთას ოცდა ცხრა) ლარი. (შენობის ღირებულება _ 15 473 (თხუთმეტი ათას ოთხას სამოცდა ცამეტი) ლარი, მიწა _ 1 056 (ერთი ათას ორმოცდა თექვსმეტი) ლარი.) „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 4 959 (ოთხი ათას ცხრაას ორმოცდა ცხრამეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 827 (რვა ას ოცდა შვიდი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა მდებარეობს სოფლის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის გვერდით. არის გარემონტებული, კარგ მდგომარეობაში.

ბ-დ) სოფელ კოლაგში მდებარე შენობა-ნაგებობა, (ყოფილი კულტურის სახლი). შენობის საერთო ფართი _ 548,6კვმ, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 1587,0კვმ, საკადასტრო კოდი _ 51.13.55.056. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 45 335 (ორმოცდა ხუთი ათას სამას ოცდა თხუთმეტი) ლარი. (შენობის ღირებულება - 39 225 (ოცდა ცხრამეტი ათას ორას ოცდა ხუთი), მიწის ღირებულება - 6 110 (ექვსი ათას ას ათი) ლარი);E„ბე“ - საწყისი ფასის 30% - 13 601 (ცამეტი ათას ექვსას ერთი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - 5% - 2 267 (ორი ათას ორას სამოცდა შვიდი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა ამორტიზირებულია _ სახურავი დაზიანებულია, ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, რის შედეგადაც დაზიანებულია ჭერი და კედლები. არ გააჩნია კარ-ფანჯარა. მიმაგრებული მიწა თავისუფალია, არ არის დატვირთული რაიმე საქმიანობით.

2) ელექტრონულ აუქციონზე, პრივატიზების მიზნით, გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი:

სოფელ გურჯაანში მდებარე 1400,0კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი - 51.10.72.267. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 700 (შვიდასი) ლარი. „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 210 (ორას ათი) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 35 (ოცდა თხუთმეტი) ლარს.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფელ გურჯაანში, საცხოვრებელი სახლებს შორის. ფართი თავისუფალია.

3) ელექტრონულ აუქციონზე, პრივატიზების მიზნით, გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები:

ა) ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩა N47-ში მდებარე, ყოფილი ინდბინათმშენებლობის შენობა-ნაგებობები - N1, საერთო ფართით - 10,6კვმ, N2, საერთო ფართით - 287,1კვმ, N3, საერთო ფართით - 199,4კვმ, N4, საერთო ფართით - 13,0 კვმ _ სულ, საერთო ფართი - 510,10 კვმ, მიმაგრებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 2368,0 კვმ, საკადასტრო კოდი - 51.01.59.184;






საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 79 516 (სამოცდა ცხრამეტი ათას ხუთას თექვსმეტი) ლარი, (შენობების ღირებულება - 51 100 (ორმოცდა თერთმეტი ათას ასი) ლარი, მიწის ღირებულება - 28 416 (ოცდა რვა ათას ოთხას თექვსმეტი) ლარი). „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 23 855 (ოცდა სამი ათას
რვა ას ორმოცდა თხუთმეტი) ლარი; სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 3 976 (სამი ათას ცხრა ას სამოცდა თექვსმეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
ტერიტორიაზე განთავსებულია ოთხი შენობა. შენობები სიძველისა და ხანგრძლივი ბუნებრივი და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად დაზიანებულია. სახურავიდან ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, კედლებზე ბზარებია. აცვევნილია ნალესი, იატაკი ადგილ-ადგილ აყრილია. ბუნებრივი და მექანიკური ზემოქმედების გამო დაზიანებულია კარ-ფანჯარა. ცალკე მდგომი შენობები გამოსულია მწყობრიდან. ეზოში ეკალ-ბარდია გავრცელებული.

ბ) ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩა N47-ში მდებარე ყოფილი ინდბინათმშენებლობის შენობა-ნაგებობები - N1, N2, N3, N4, N5, N6, N7 _ საერთო ფართით - 1712,60 კვმ, მიმაგრებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 11471,0 კვმ საკადასტრო კოდი - 51.01.59.066. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 183 214 (ას ოთხმოცდა სამი ათას ორას თოთხმეტი) ლარი, (შენობების ღირებულება - 68 504 (სამოცდა რვა ათას ხუთას ოთხი) ლარი, მიწის ღირებულება - 114 710 (ას თოთხმეტი ათას შვიდას ათი) ლარი). „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 54 964 (ორმოცდა თოთხმეტი ათას ცხრაას სამოცდა ოთხი) ლარი; სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 9 161 (ცხრა ათას ას სამოცდა ერთი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ძირითადად ანგარის ტიპისაა, რომლებსაც სიძველისა და ხანგრძლივი ბუნებრივი და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად გააჩნია დაზიანებები. სახურავისა და სხვა რკინა-ბეტონის კონსტრუქციები დაშლილ-კოროზირებულია. ცალკე მდგომი შენობები გამოსულია მწყობრიდან. ეზოში ეკალ-ბარდია გავრცელებული.

გ) სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე შენობა-ნაგებობა (ყოფილი კულტურის სახლი). მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 7333,0კვმ, შენობის ფართი - 2901,3კვმ. საკადასტრო კოდი - 51.02.58.104 საწყისი საპრივატიზებო ფასი - 218 076 (ორას თვრამეტი ათას სამოცდა თექვსმეტი) ლარი. (შენობის ფასი - 174 078 (ას სამოცდა თოთხმეტი ათას სამოცდა თვრამეტი) ლარი.
მიწა - 43 998 (ორმოცდა სამი ათას ცხრაას ოთხმოცდა თვრამეტი) ლარი. „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 65 423 (სამოცდა ხუთი ათას ოთხას ოცდა სამი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 10 904 (ათი ათას ცხრაას ოთხი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა ამორტიზებულია, დაზიანებულია სახურავი, ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, რის გამოც დაზიანებულია სამივე სართული. შენობას არ გააჩნია კარ-ფანჯარა.

დ) სოფელ კალაურში მდებარე შენობა-ნაგებობა (ყოფილი მეურნეობის შენობა). მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 1076,0კვმ, შენობის ფართი - 396,7კვმ. საკადასტრო კოდი - 51.03.62.082 საწყისი საპრივატიზებო ფასი - 35 301 (ოცდა თხუთმეტი ათას სამას ერთი) ლარი. (შენობის ღირებულება - 27 769 (ოცდა შვიდი ათას შვიდას სამოცდა ცხრა) ლარი, მიწა - 7 532 (შვიდი ათას
ხუთას ოცდა თორმეტი) ლარი.) „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 10 591 (ათი ათას ხუთას ოთხმოცდა თერთმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 1766 (ერთი ათას შვიდას სამოცდა ექვსი) ლარი.



ობიექტის აღწერილობა:
შენობა ამორტიზებულია. სახურავიდან ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, რის გამოც დაზიანებულია ჭერი და კედლები. შენობას უმეტესად არ აქვს კარ-ფანჯარა, რაც არის ისიც უვარგისია.

ე) სოფელ ვაზისუბანში მდებარე, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობა. შენობის საერთო ფართი - 1301,10კვმ მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 7971,10კვმ, საკადასტრო კოდი - 51.05.15.231. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 86 856 (ოთხმოცდა ექვსი ათას რვა ას ორმოცდა თექვსმეტი) ლარი, (შენობის ღირებულება - 39 030 (ოცდა ცხრამეტი ათას ოცდა ათი) ლარი, მიწის ღირებულება - 47 826 (ორმოცდა შვიდი ათას რვა ას ოცდა ექვსი) ლარი). „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 26 057 (ოცდა ექვსი ათას ორმოცდა ჩვიდმეტი) ლარი; სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 4 343 (ოთხი ათას სამას ორმოცდა სამი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა-ნაგებობა ამორტიზებულია. დაზიანებულია სახურავი და კედლები, არ გააჩნია შიდა კიბე, კარ-ფანჯარა და კომუნიკაციის სისტემები.

ზ) სოფელ ყიტაანში მდებარე შენობა-ნაგებობა (ყოფილი კულტურის სახლი). მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 1104,0კვმ, შენობის ფართი - 157,2კვმ. საკადასტრო კოდი - 51.09.55.078 საწყისი საპრივატიზებო ფასი - 14 484 (თოთხმეტი ათას ოთხას ოთხმოცდა ოთხი) ლარი. (შენობის ფასი - 7 860 (შვიდი ათას რვაას სამოცი) ლარი. მიწა - 6 624 (ექვსი ათას ექვსას ოცდა ოთხი) ლარი.) „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 4 346 (ოთხი ათას სამას ორმოცდა ექვსი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 725 (შვიდას ოცდა ხუთი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობის კედლები და ჭერი ჩამონგრეულია. სახურავი გამოსულია მწყობრიდან, ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი.

თ) სოფელ კაჭრეთში მდებარე შენობა-ნაგებობა (ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა). მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 2780,0კვმ, შენობის ფართი - 625,7კვმ. საკადასტრო კოდი - 51.20.54.194. საწყისი საპრივატიზებო ფასი - 44 488 (ორმოცდა ოთხი ათას ოთხას ოთხმოცდა რვა) ლარი. (შენობის ფასი - 25 028 (ოცდა ხუთი ათას ოცდა რვა) ლარი. მიწა - 19 460 (ცხრამეტი ათას ოთხას სამოცი) ლარი.) „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 13 347 (ცამეტი ათას სამას ორმოცდა შვიდი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 2 225 (ორი ათას ორას ოცდა ხუთი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა-ნაგებობა ამორტიზებულია. სახურავიდან ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი. რამოდენიმე
ოთახში ჩანგრეულია იატაკი, კედლები დაზიანებულია.

4) პირობიან ელექტრონულ აუქციონზე, პრივატიზების მიზნით, გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება:

სოფელ ახაშენში მდებარე შენობა-ნაგებობები N1, N2, N3, N4, N5, (ყოფილი ბიოლაბორატორიის
შენობები) საერთო ფართით - 1601,8კვმ , მიმაგრებული მიწა - 11819,0კვმ, ს.კ. - 51.08.58.005. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 118 968,0 (ას თვრამეტი ათას ცხრაას სამოცდა რვა) ლარი, (შენობების ღირებულება - 48 054 (ორმოცდა რვა ათას ორმოცდა თოთხმეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 70 914,0 (სამოცდა ათი ათას ცხრაას თოთხმეტი) ლარი.) „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 35 691 (ოცდა თხუთმეტი ათას ექვსას ოთხმოცდა თერთმეტი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 5 949 (ხუთი ათას ცხრა ას ორმოცდა ცხრა) ლარი.



აუქციონის პირობა - აუქციონში გამარჯვებულმა, შეძენილი ქონების საწარმოდ რეკონსტრუქცია/ რეაბილიტაციის მიზნით, მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და საწარმოს ფუნქციონირებისათვის საჭირო დანადგარების შეძენა-მონტაჟისათვის, ქონების პრივატიზებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში უზრუნველყოს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკით:
- I ეტაპზე - არანაკლებ 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;
- II ეტაპზე - ორი ეტაპის ჯამში - არა ნაკლებ 800 000 (რვაასი ათასი) ლარი;
- III ეტაპზე - სამი ეტაპის ჯამში - არანაკლებ 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი;
- IV ეტაპზე - სულ ჯამში - არანაკლებ 2 000 000 (ორი მილიონი) ლარის.
თითოეული ეტაპი მოიცავს - 6 თვიან პერიოდს. ამასთან, ყოველი ეტაპის (6 თვის) დასრულების შემდეგ, ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულების (შესაბამისი ეტაპის პირობის) შესრულების თაობაზე წარმოადგინოს ლიცენზირებული და აკრედიტებული აუდიტის დასკვნა.
აუქციონში გამარჯვებულზე, საკუთრების უფლების მოწმობა გაიცემა ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ.


5) ელექტრონულ აუქციონზე, პრივატიზების მიზნით, გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება:

სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება, „MERСEDES BENZ 4140 12.0D“ (მიქსერი), გამოშვების წელი - 2006, სარეგისტრაციო N - CZ-147-ZC, საიდენტიფიკაციო N - NMB94331712049381, მაქსიმალური მასა – 32000 კგ, დაუტვირთავი მასა – 15490 კგ, ძრავის მოცულობა – 12000 სმ3, საწვავის ტიპი - დიზელი, ფერი - თეთრი. სატრანსპორტო საშუალების საწყისი საპრივატიზებო ფასი - 50 000 (ორმოცდა ათი ათასი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზებო ფასის 30% - 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
ავტომანქანა არის სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალება - მიქსერის ტიპის ბეტონმრევი. პარკირებულია ეზოში. არ ფუნქციონირებს, ვინაიდან არ გააჩნია აკუმულიატორი. დაშაშრული და დაზიანებულია მაღალი წნევის შლანგები, აგრეგატიდან გადმოღვრილია საპოხი სითხეები (ზეთები). კაბინაზე შეინიშნება სიძველის, ექსპლუატაციის, ბუნებრივი და ფიზიკური ზემოქმედების ნიშნები. ძრავი მუშა მდგომარეობაშია. საბურავების ცვეთის დონე შეადგენს 90-100%-ს. სალონში - როგორც სავარძელზე, ისე შიდა ინტერიერზე შეიმჩნევა ექსპლუატაციის ნიშნები. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, „მიქსერი“ არამუშა მდგომარეობაშია.
___________________________

`ბე~ შეიტანება:
_ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართების პრივატიზებისთვის კოდზე _ #300503390;
_ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისთვის კოდზე _ #300503394;
_ შენობა-ნაგებობის პრივატიზებისას _ #300503313;
_ ავტოსატრანსპორტო საშუალების პრივატიზებისთვის _ N300503332.
ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე _ 595 37 72 60, ასევე ცხელ ხაზზე _ 2 601 601.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

 

სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი