გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

2-02-2017, 15:57, ნანახია: 217-ჯერ

________________________

აუქციონის დაწყება - დამთავრება 02.02.2017წ. 15:00 - 17.02.2017წ. 15:00

1. ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - სოფელ კაჭრეთში მდებარე 220 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით _ 51.20.62.013. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 1 320 (ერთი ათას სამას ოცი) ლარი. „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 396 (სამას ოთხმოცდა თექვსმეტი) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 66 (სამოცდა ექვსი) ლარს.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფელ კაჭრეთში, ცენტრალური ავტომაგისტრალის გასწვრივ. ფართობი მოუსწორებელი და დაუმუშავებელი.

2. ელექტრონულ აუქციონზე იჯარით გაცემის მიზნით გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული - სოფელ კალაურის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა-ნაგებობაში განთავსებული - 12,0კვმ არასაცხოვრებელი ფართი. შენობის საკადასტრო კოდია - 51.03.12.347. წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს 84 (ოთხმოცდა ოთხი) ლარით. სავაჭრო ბიჯი შეადგენს საწყისი საიჯარო ქირის 5 %-ს - 5 (ხუთი) ლარს, „ბე“ - საწყისი ქირის 30%-ს - 26 (ოცდაექვსი) ლარს. საიჯარო ვადა - 1 წელი.
ობიექტის აღწერილობა:
იჯარით გასაცემი ფართი განთავსებულია შენობის პირველ სართულზე არის სარემონტო.

3. ელექტრონულ აუქციონზე იჯარით გაცემის მიზნით, გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული - სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე, 1494,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი - 51.02.60.086. საიჯარო ვადა - ხუთი წელი. ნაკვეთის ღირებულება - 8 964 (რვა ათას ცხრა ას სამოცდა ოთხი) ლარი. საწყისი საიჯარო ქირა წელიწადში - 1166 (ერთი ათას ას სამოცდა ექვსი) ლარი, რაც თვეში შეადგენს 98 (ოთხმოცდა თვრამეტი) ლარს. „ბე“ განისაზღვროს საწყისი საიჯარო ქირის 30%-ით - 350 (სამას ორმოცდა ათი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5%-ით - 59 (ოცდა ცხრამეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფლის განაპირას. ფართი თავისუფალია.
___________________________

`ბე~ შეიტანება:

_ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისთვის კოდზე _ #300503390;
_ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარისათვის _ #300503047;
_ არასაცხოვრებელი ფართის იჯარისათვის - N300503212.

ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე - 595 37 72 60, ასევე ცხელ ხაზზე - 2 601 601.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი