გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

1-02-2017, 16:49, ნანახია: 221-ჯერ

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს
________________________

აუქციონის დაწყება - დამთავრება 30.01.2017წ. 16:00 - 14.02.2017წ. 17:00

ა) ელექტრონულ აუქციონზე, პრივატიზების მიზნით, გამოტანილია მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონება

1. ქ. გურჯაანში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე 780,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი _ 51.01.51.067. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 5 616 (ხუთი ათას ექვსას თექვსმეტი) ლარი. `ბე~ საწყისი ფასის 30% _ 1 685 (ერთი ათას ექვსას ხუთი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 281 (ორას ოთხმოცდა ერთი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანის გარეუბანში. ფართი თავისუფალია.

2. ქ. გურჯაანში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე 260,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი _ 51.01.51.042. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 1 872 (ერთი ათას რვა ას სამოცდა თორმეტი) ლარი. `ბე~ საწყისი ფასის 30% _ 562 (ხუთას სამოცდა ორი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 94 (ოთხმოცდა თოთხმეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანის გარეუბანში. ფართი თავისუფალია.

3. ქ. გურჯაანში, ფარნავაზის ქ.N14-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობა). მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 21 662,0კვმ. შენობების საერთო ფართი - 5 516,6კვმ. საკადასტრო კოდი _ 51.01.61.092. საწყისი საპრივატიზებო ფასი - 378 436 (სამას სამოცდა თვრამეტი ათას ოთხას ოცდა თექვსმეტი) ლარი. (შენობა-ნაგებობების ღირებულება - 165 498 (ას სამოცდა ხუთი ათას ოთხას ოთხმოცდა თვრამეტი) ლარი, მიწის ღირებულება ნორმატიული ფასის შესაბამისად - 212 938 (ორას თორმეტი ათას ცხრა ას ორმოცდა თვრამეტი) ლარი.) „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 113 531 (ას ცამეტი ათას ხუთას ოცდა თერთმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 18 922 (თვრამეტი ათას ცხრაას ოცდა ორი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობები ამორტიზირებულია, დაზიანებული აქვს სახურავები, რის შედეგად დაზიანდა სართულებს
შორის გადახურვები და კედლები. ასევე, შენობებს არ გაჩნია კარ-ფანჯარა.

4. ქ. გურჯაანში, თაყაიშვილის ქ.N1-ში მდებარე 175,40კვმ არასაცხოვრებელი ფართი (ყოფილი მაღაზია). საკადასტრო კოდი - 51.01.57.017.01.507. საწყისი საპრივატიზებო ფასი - 15 786 (თხუთმეტი ათას შვიდას ოთხმოცდა ექვსი) ლარი. „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 4 736 (ოთხი ათას შვიდას ოცდათექვსმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 790 (შვიდას ოთხმოცდა ათი) ლარი.





ობიექტის აღწერილობა:
ფართი მდებარეობს თაყაიშვილის ქ.#1-ში განთავსებულ საცხოვრებელ კორპუსში, პირველ სართულზე, შენობის ეს ნაწილი მოუვლელია, არ გააჩნია კარ-ფანჯარა. კედლები მთლიანად დაზიანებულია. ჩამოყრილია ნალესი, იატაკი აყრილია.

5. სოფელ ველისციხეში მდებარე შენობა-ნაგებობა (აბანოს შენობა). მიმაგრებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწა - 132კვმ, შენობის ფართი - 90,48კვმ. საკადასტრო კოდი - 51.07.65.005. საწყისი საპრივატიზებო ფასი - 17 343 (ჩვიდმეტი ათას სამას ორმოცდა სამი) ლარი. (შენობის ღირებულება _ 16 287 (თექვსმეტი ათას ორას ოთხმოცდა შვიდი) ლარი, მიწა _ 1 056 (ერთი ათას ორმოცდა თექვსმეტი) ლარი.) „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 5 203 (ხუთი ათას ორას სამი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 868 (რვა ას სამოცდა რვა) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა მდებარეობს სოფლის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის გვერდით. არის გარემონტებული, კარგ მდგომარეობაში.

6. სოფელ კოლაგში მდებარე შენობა-ნაგებობა, (ყოფილი კულტურის სახლი). შენობის საერთო ფართი _ 548,6კვმ, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 1587,0კვმ, საკადასტრო კოდი _ 51.13.55.056. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 45 335 (ორმოცდა ხუთი ათას სამას ოცდა თხუთმეტი) ლარი. (შენობის ღირებულება - 39 225 (ოცდა ცხრამეტი ათას ორას ოცდა ხუთი), მიწის ღირებულება - 6 110 (ექვსი ათას ას ათი) ლარი);E„ბე“ - საწყისი ფასის 30% - 13 601 (ცამეტი ათას ექვსას ერთი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - 5% - 2 267 (ორი ათას ორას სამოცდა შვიდი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა ამორტიზირებულია _ სახურავი დაზიანებულია, ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, რის შედეგადაც დაზიანებულია ჭერი და კედლები. არ გააჩნია კარ-ფანჯარა. მიმაგრებული მიწა თავისუფალია, არ არის დატვირთული რაიმე საქმიანობით.

7. სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე შენობა-ნაგებობა (ყოფილი კულტურის სახლი). მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 7333,0კვმ, შენობის ფართი - 2901,3კვმ. საკადასტრო კოდი - 51.02.58.104 საწყისი საპრივატიზებო ფასი - 218 076 (ორას თვრამეტი ათას სამოცდა თექვსმეტი) ლარი. (შენობის ფასი - 174 078 (ას სამოცდა თოთხმეტი ათას სამოცდა თვრამეტი) ლარი. მიწა - 43 998 (ორმოცდა სამი ათას ცხრაას ოთხმოცდა თვრამეტი) ლარი. „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 65 423 (სამოცდა ხუთი ათას ოთხას ოცდა სამი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 10 904 (ათი ათას ცხრაას ოთხი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა ამორტიზებულია, დაზიანებულია სახურავი, ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, რის გამოც დაზიანებულია სამივე სართული. შენობას არ გააჩნია კარ-ფანჯარა.

8. სოფელ კალაურში მდებარე შენობა-ნაგებობა (ყოფილი მეურნეობის შენობა). მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 1076,0კვმ, შენობის ფართი - 396,7კვმ. საკადასტრო კოდი - 51.03.62.082 საწყისი საპრივატიზებო ფასი - 35 301 (ოცდა თხუთმეტი ათას სამას ერთი) ლარი. (შენობის ღირებულება - 27 769 (ოცდა შვიდი ათას შვიდას სამოცდა ცხრა) ლარი, მიწა - 7 532 (შვიდი ათას





ხუთას ოცდა თორმეტი) ლარი.) „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 10 591 (ათი ათას ხუთას ოთხმოცდა თერთმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 1766 (ერთი ათას შვიდას სამოცდა ექვსი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა ამორტიზებულია. სახურავიდან ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, რის გამოც დაზიანებულია ჭერი და კედლები. შენობას უმეტესად არ აქვს კარ-ფანჯარა, რაც არის ისიც უვარგისია.

9. სოფელ ყიტაანში მდებარე შენობა-ნაგებობა (ყოფილი კულტურის სახლი). მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 1104,0კვმ, შენობის ფართი - 157,2კვმ. საკადასტრო კოდი - 51.09.55.078 საწყისი საპრივატიზებო ფასი - 14 484 (თოთხმეტი ათას ოთხას ოთხმოცდა ოთხი) ლარი. (შენობის ფასი - 7 860 (შვიდი ათას რვაას სამოცი) ლარი. მიწა - 6 624 (ექვსი ათას ექვსას ოცდა ოთხი) ლარი.) „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 4 346 (ოთხი ათას სამას ორმოცდა ექვსი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 725 (შვიდას ოცდა ხუთი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობის კედლები და ჭერი ჩამონგრეულია. სახურავი გამოსულია მწყობრიდან, ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი.

10. სოფელ კაჭრეთში მდებარე შენობა-ნაგებობა (ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა). მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 2780,0კვმ, შენობის ფართი - 625,7კვმ. საკადასტრო კოდი - 51.20.54.194. საწყისი საპრივატიზებო ფასი - 44 488 (ორმოცდა ოთხი ათას ოთხას ოთხმოცდა რვა) ლარი. (შენობის ფასი - 25 028 (ოცდა ხუთი ათას ოცდა რვა) ლარი. მიწა - 19 460 (ცხრამეტი ათას ოთხას სამოცი) ლარი.) „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 13 347 (ცამეტი ათას სამას ორმოცდა შვიდი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 2 225 (ორიი ათას ორას ოცდა ხუთი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა-ნაგებობა ამორტიზებულია. სახურავიდან ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი. რამოდენიმე
ოთახში ჩანგრეულია იატაკი, კედლები დაზიანებულია.

___________________________

`ბე~ შეიტანება:

_ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართებისთვის კოდზე _ #300503390;
_ შენობა-ნაგებობის პრივატიზებისას _ #300503313;

ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე _ 595 37 72 60, ასევე ცხელ ხაზზე _ 2 601 601.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

 

სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი