გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ღია აუქციონს

15-10-2013, 18:23, ნანახია: 705-ჯერ

ღია აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იქნება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული:

_ ქ. გურჯაანში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე 21,0 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საკადასტრო კოდი - 51.01.60.329. საწყისი გასაყიდი ფასი 191 (ას ოთხმოცდა თერთმეტი) ლარი; ,,ბე``-ს ოდენობა შეადგენს _ 58 (ორმოცდა თვრამეტი) ლარს. სავაჭრო ბიჯის ოდენობა განისაზღვროს საწყისი გასაყიდი ფასის 10#-ის ოდენობით, რაც შეადგენს 20 (ოც)ლარს.

_ სოფელ ველისციხეში მდებარე 720,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.საკადასტრო კოდი -- 51.07.66.096. საწყისი გასაყიდი ფასი -- 2 722(ორი ათას შვიდას ოცდა- ორი) ლარი, „ბე-„ს ოდენობა შეადგენს 817 (რვაას ჩვიდმეტ) ლარს. სავაჭრო ბიჯის ოდენობა განისაზღვროს საწყისი გასაყიდი ფასის 10 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს - 273(ორას სამოცდ ცამეტი) ლარს.

აუქციონში მონაწილის ბილეთის ღირებულებაა -- 50 ლარი.
საბანკო რეკვიზიტებია - ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში, სახაზინო კოდი - „ბე“ - # 300503390, ბილეთის ღირებულება - 300503282.
აუქციონში მონაწილეთა განცხადებების მიღება - 2013 წლის 15 ოქტომბრიდან 2013 წლის 30
ოქტომბრის ჩათვლით, 15 საათამდე.
აუქციონი გაიმართება 2013 წლის 30 ოქტომბერს, 17 საათამდე.

აუქციონში მონაწილეობის წესი:

აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის წილი პრივატიზებისას 25#-ზე ნაკლებია. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში „ მონაწილე“) აუქციონის
რეგისტრატორს
წარუდგენს:

ა) განაცხადს, შევსებულს დამტკიცებული ფორმის მიხედვით, რომელიც შეიცავს ინფორმაციას
მონაწილეზე, მუნიციპალური ქონების დასახელებასა და საწყის ფასზე, „ბე“ და ბილეთის ღირებულების
დამადასტურებელ ქვითრებს, რომლებიც შეიტანება მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე.
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მონაცემებს;
გ) ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილოპბას, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით;
დ) იურიდიული პირები დამატებით წარადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს;

„მყიდველი“ აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში წარმოდგენილი დუკუმენტების რეგისტრაციის მომენტიდან იღებს „მონაწილის ბილეთს“და ღებულობს მონაწილის სტატუსს. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია - „მყიდველი“-ს მიერ ქონების შესაძენად მაქსიმალური ფასისის( არანაკლებ საწყისი ფასისა)გადახდა.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს სრული საპრივატიზაციო თანხა.
დამატებითი ცნობებისათვის მოგვმართეთ მისამართზე: ქ. გურჯაანი, ნონეშვილის გამზირი #13, გამგეობის შენობის მესამე სართული, ოთახი #1.
ტელეფონი: 599852243 599852265

გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი