გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ აუქციონს 2016 წელი 25 მაისი

2-06-2016, 16:56, ნანახია: 401-ჯერ

ქ. გურჯაანი N 2016 წელი 25 მაისი

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს

I. ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით, გამოტანილი იქნება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შემდეგი
უძრავი ქონება:

ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართები:

1. ქ. გურჯაანში თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე 154,0 არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი _ 51.01.57.149. საწყისი
საპრივატიზებო ფასი _ 3080 (სამი ათას ოთხმოცი) ლარი. `ბე~ _ საწყისი ფასის 30%
_ 924 (ცხრაას ოცდა ოთხი) ლარი. სავაჭრო ბიჯი _ საწყისი ფასის 5% _ 154 (ას
ორმოცდა თოთხმეტი).
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანის ცენტრალურ ნაწილში, საჯარო სკოლის
გვერდით.

2. სოფელ ახაშენში მდებარე 36,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი _ 51.08.59.414. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 360 (სამას სამოცი) ლარი. `ბე~ _ საწყისი ფასის 30% _ 108 (ას რვა) ლარი. სავაჭრო ბიჯი _ საწყისი ფასის 5% _ 18 (თვრამეტი).
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფლის ამბულატორიასთან და საერთო საცხოვრებელთან ახლოს, ფართი თავისუფალია.

ბ) პირობით იქნეს პრივატიზებული:

1. სოფელ ჭანდარში მდებარე _ 280კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი _ 51.11.68.210. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 2 240 (ორი ათას ორას ორმოცი) ლარი. `ბე~ _ საწყისი ფასის 30% _ 672 (ექვსას სამოცდა თორმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი _ საწყისი ფასის 5% _ 112 (ას თორმეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ცენტრალური ტრასის პირას, საჯარო სკოლის წინ.
ფართი თავისუფალია.
პირობა:
ფართზე, რაიმე სახის მშენებლობის განხორციელებისას მოხდეს პროექტის
შეთანხმება სს `საქართველოს რკინიგზასთან~.






გ) შენობა-ნაგებობები:
1. ქ. გურჯაანში, ფარნავაზის ქ.#14-ში მდებარე შენობა-ნაგებობა (ყოფილი
სკოლა-ინტერნატის შენობა). Mმიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწა _ 21662,0კვმ. შენობების საერთო ფართი _ 5516,6კვმ.
საკადასტრო კოდი _ 51.01.61.092. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 470 788 (ოთხას
სამოცდა ათი ათას შვიდას ოთხმოცდა რვა) ლარი. `ბე~ _ საწყისი ფასის 30% _
141 237 (ას ორმოცდა ერთი ათას ორას ოცდა ჩვიდმეტი) ლარი. სავაჭრო
ბიჯი _ საწყისი ფასის 5% _ 23 540 (ოცდა სამი ათას ხუთას ორმოცი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობები ამორტიზირებულია, დაზიანებული აქვს სახურავები, რის შედეგად
დაზიანდა სართულებს შორის გადახურვები და კედლები. ასევე, შენობებს არ
გაჩნია კარ-ფანჯარა.

2. სოფელ ველისციხეში მდებარე შენობა-ნაგებობა (აბანოს შენობა). Mმიმაგრებული
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა _ 132 კვმ, შენობის ფართი _
90,48კვმ. საკადასტრო კოდი _ 51.07.65.005. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 28200
(ოცდა რვა ათას ორასი) ლარი (შენობის ღირებულება _ 27144 ლარი, მიწა _ 1056
ლარი.) `ბე~ _ საწყისი საპრივატიზებო ფასის _ 30% _ 8460 (რვა ათას ოთხას
სამოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი _ საწყისი ფასის 5% _ 1410 (ერთი ათას ოთხას
ათი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა მდებარეობს სოფლის ცენტრში, ადმინისტრაციული შენობის გვერდით. არის გარემონტებული, კარგ მდგომარეობაში.
დ) არასაცხოვრებელი ფართი:

1. ქ. გურჯაანში, თაყაიშვილის ქ.#1-ში მდებარე 175,40კვმ არასაცხოვრებელი
ფართი (ყოფილი მაღაზია), მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწა _ 2279,0კვმ. საკადასტრო კოდი _ 51.01.57.017.01.507.
საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 26 310 (ოცდა ექვსი ათას სამას ათი) ლარი.
`ბე~ _ საწყისი ფასის 30% _ 7 893 (შვიდი ათას რვა ას ოთხმოცდა ცამეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი _ საწყისი ფასის 5% _ 1 316 (ერთი ათას სამას თექვსმეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
ფართი მდებარეობს თაყაიშვილის ქ.#1-ში განთავსებულ საცხოვრებელ კორპუსში, პირველ სართულზე, შენობის ეს ნაწილი მოუვლელია, არ გააჩნია კარ-ფანჯარა. კედლები მთლიანად დაზიანებულია. ჩამოყრილია ნალესი, იატაკი აყრილია.

II. განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით გამოტანილი იქნება:

ა) სოფელ კოლაგში მდებარე შენობა-ნაგებობა, (ყოფილი კულტურის სახლის შენობა). შენობის
საერთო ფართი _ 548,6კვმ, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა _
1587,0კვმ, საკადასტრო კოდი _ 51.13.55.056. საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 45 335 (ორმოცდა
ხუთი ათას სამას ოცდა თხუთმეტი) ლარი. (შენობის ღირებულება _ 39 225 (ოცდა ცხრამეტი ათას ორას ოცდა ხუთი), მიწის ღირებულება _ 6 110 (ექვსი ათას ათი) ლარი);E„ბე“ _ საწყისი ფასის 30% _ 13 601 (ცამეტი ათას ექვსას ერთი) ლარი. სავაჭრო ბიჯი _ 5% _ 2 267 (ორი ათას ორას სამოცდა შვიდი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა ამორტიზირებულია _ სახურავი დაზიანებულია, ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, რის
შედეგადაც დაზიანებულია ჭერი და კედლები. არ გააჩნია კარ-ფანჯარა. მიმაგრებული მიწა
თავისუფალია, არ არის დატვირთული რაიმე საქმიანობით.


IV ელექტრონულ აუქციონზე იჯარით გაცემის მიზნით, გატანილ იქნეს არასაცხოვრებელი
ფართები:

1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ვაჩნაძიანის ამბულატორიის შენობა-ნაგებობიდან 16,5 კვმ არასაცხოვრებელი ფართი. შენობის საკადასტრო კოდი _ 51.02.61.009. წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს _ 124 (ას ოცდა ოთხი) ლარით. სავაჭრო ბიჯი 5% _ 7 (შვიდი) ლარი, `ბე~ საწყისი ფასის 30% _ 38 (ოცდა თვრამეტი) ლარი. საიჯარო ვადა 10 წელი.
ობიექტის აღწერილობა:
ოთახი განთავსებულია შენობის მეორე სართულზე. არის სარემონტო, სუფთა
მდგომარეობაში.


2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ვაჩნაძიანის ამბულატორიის შენობა-ნაგებობიდან 15,4 კვმ არასაცხოვრებელი ფართი. შენობის საკადასტრო კოდი _ 51.02.61.009. წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს _ 115 (ას თხუთმეტი) ლარით. სავაჭრო ბიჯი 5% _ 6 (ექვსი) ლარი, `ბე~ საწყისი ფასის 30% _ 35 (ოცდა თხუთმეტი) ლარი. საიჯარო ვადა 10 წელი.
ობიექტის აღწერილობა:
ოთახი მდებარეობს შენობის მეორე სართულზე, არის უკიდურესად სარემონტო.



გურჯაანის მუნიციპალიტეტი



 

სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი