გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

8-09-2015, 10:18, ნანახია: 754-ჯერ

ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად განმეორებით გამოტანილია მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება:


1. მსუბუქი ავტომანქანა გაზ 31029, სარეგისტრაციო ნომერი _ WBB755, გამოშვების წელი _ 1992,
ფერი ღია რუხი, ძარის N008637, ძრავის N54091; საწყისი საპრივატიზაციო ფასი _ 800 (რვაასი) ლარი. ბე _ საწყისი ფასის 30% _ 240 (ორას ორმოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 40 (ორმოცი) ლარი.
აღწერილობა:
_ ძარაზე აღინიშნება ფიზიკური და ბუნებრივი ზემოქმედების შედეგად მრავლობითი
დაზიანებები _ კოროზიისა და დეფორმაციების სახით. წინა მარცხენა ციმციმა
გატეხილია, უკანა მარცხენა სანათი მოწყობილობები დაზიანებულია. წინა მარჯვენა
ფრთის ნაწილი ძლიერი კოროზიების შედეგად მოცილებულია კორპუსს;
_ ძრავი მუშა მდგომარეობაშია;
_ საბურავები სრულიად გაცვეთილია;
_ სალონი გაცვეთილ-გახუნებულია, აღინიშნება მრავლობითი ფიზიკური დაზიანებები
როგორც სავარძლებზე, ასევე შიდა ინტერიერზე;
_ სავალ ნაწილში აღინიშნება ხმაური და ფოლხვები.

2. მაღალი გამავლობის ავტომანქანა MICUBISHI, მოდელი _ პაჯერო იო, საიდენტიფიკაციო ნომერი _ H76WO100634, ძრავის მოცულობა (სმ3) _1834, ფერი _ ყავისფერი 1/8, გამოშვების წელი _ 1999, რეგისტრაციის ნომერი _ APA522. საწყისი საპრივატიზაციო ფასი _ 6000 (ექვსი ათასი) ლარი. ბე _ საწყისი ფასის 30% _ 1800 (ერთი ათას რვაასი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 330 (სამას ოცდა ათი) ლარი.
აღწერილობა:
_ ძარაზე შეიმჩნევა სიძველის, ექსპლუატაციისა და უმნიშვნელო ფიზიკური თუ
ბუნებრივი ზემოქმედების ნიშნები. შეზნექილია მარცხენა კარები;
_ ძრავი კარგ მდგომარეობაშია;
_ საბურავების ცვეთის დონე შეადგენს 50 _ 60%-ს;
_ სალონში, როგორც სავარძლებზე, ასევე შიდა ინტერიერზე შეიმჩნევა ექსპლუატაციის
ნიშნები.

_______________________________________________________________

_ ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე"-ს გადახდა შესაძლებელია ნაღდი
ანგარიშსწორებით სს „ლიბერთი ბანკში" და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით.
_ ელ. აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზებისას, ელ. აუქციონში გამარჯვებულს გადაეცემა
გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, (შემდგომში ოქმი).
_ ელ. აუქციონში გამარჯვებულმა, 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს ქონების
ღირებულების სრულად გადახდა სახაზინო კოდზე _ 300503332;

_ 30 კალენდარული დღის ვადაში ქონების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში უქმდება
აუქციონის შედეგები;
_ ქონების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ გამარჯვებულზე გაიცემა საკუთრების
უფლების მოწმობა და აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის გაფორმდება
წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება);
_ ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით;
_ ელექტრონულ აუქციონის დაწყება/დასრულების დროა 07.09.2015 12:00 _ 11.09.2015 17:00;
_დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლია დაგვიკავშირდეთ _ 595 37 72 60. 599 85 22 43. ასევე,
სააგენტოს ცხელ ხაზზე _ (+995)32 2601 601.



გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი