გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ აუქციონს

12-08-2015, 17:40, ნანახია: 428-ჯერ

ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იქნება მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება:

ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართები:

1. ქ. გურჯაანში თავისუფლების ქუჩაზე მდებარე 93,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი _ 51.01.60.416. საწყისი საპრივატიზაციო ფასი _
1395 (ერთი ათას სამას ოთხმოცდა თხუთმეტი) ლარი. ბე _ საწყისი ფასის 30% _ 419 (ოთხას
ცხრამეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 84 (ოთხმოცდა ოთხი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანის ცენტრალურ ნაწილში. ფართი თავისუფალია.


2. სოფელ ველისციხეში მდებარე 48,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი,
საკადასტრო კოდი _ 51.07.64.096 საწყისი საპრივატიზაციო ფასი _ 384 (სამას ოთხმოცდა ოთხი)
ლარი. ბე _ საწყისი ფასის 30% __ 115 (ას თხუთმეტი) ლარი, სავაჭრო ბიჯი _ 5% _ 19 (ცხრამეტი)
ლარი.
ობიექტის აღწერილობა
მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფელის ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლის გვერდით, გზის
პირას, სანიაღვრე არხის გასწვრივ. ფართი თავისუფალია.


3. სოფელ ახაშენში მდებარე 280,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი,
საკადასტრო კოდი _ 51.08.59.375. საწყისი საპრივატიზაციო ფასი _ 1960 (ერთი ათას ცხრაას
სამოცი) ლარი. ბე _ საწყისი ფასის 30% __ 588 (ხუთას ოთხმოცდა რვა) ლარი, სავაჭრო ბიჯი _ 5% _
98 (ოთხმოცდა თვრამეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა
მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფელ ახაშნის ტერიტორიაზე, ცენტრალურ უბანში. ფართი
თავისუფალია.

4. სოფელ ახაშენში მდებარე 50,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი,
საკადასტრო კოდი _ 51.08.59.393. საწყისი საპრივატიზაციო ფასი _ 400 (ოთხასი) ლარი. `ბე~
საწყისი ფასის 30% __ 120 (ას ოცი) ლარი, სავაჭრო ბიჯი _ 5% _ 20 (ოცი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა
მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფელ ახაშნის ტერიტორიაზე, ცენტრალურ მაგისტრალზე. ფართი
თავისუფალია.


განმეორებით აუქციონზე გამოტანილი იქნება

5. ქ. გურჯაანში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე 103,3კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი _ 51.01.56.181. საწყისი საპრივატიზაციო ფასი _ 2 066 (ორი
ათას სამოცდა ექვსი) ლარი. ბე _ საწყისი ფასის 30% _ 620 (ექვსას ოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _
103 (ას სამი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანის გარეუბანში, ხევის გასწვრივ. ფართი თავისუფალია.

6. ქ. გურჯაანში სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე 75,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი _ 51.01.59.173. საწყისი საპრივატიზაციო ფასი _ 1125 (ერთი
ათას ას ოცდა ხუთი) ლარი. ბე _ საწყისი ფასის 30% _ 338 (სამას ოცდა თვრამეტი) ლარი.
სავაჭრო ბიჯი 5% _ 56 (ორმოცდა თექვსმეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანის ტერიტორიაზე, ქუჩის გასწვრივ შემოღობილია
მავრთულ-ბადით, ფართი თავისუფალია.


7. ქ. გურჯაანში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე 780,0კვმ არასასოფლო-
სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი _ 51.01.51.067. საწყისი
საპრივატიზაციო ფასი _ 9 360 (ცხრა ათას სამას სამოცი) ლარი. ბე _ საწყისი ფასის 30% _ 2 808
(ორი ათას რვაას რვა) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 468 (ოთხას სამოცდა რვა) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანის გარეუბანში. ფართი თავისუფალია.


8. ქ. გურჯაანში, ყოფილი აგურის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე 260,0კვმ არასასოფლო-
სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი _ 51.01.51.042. საწყისი
საპრივატიზაციო ფასი _ 3 120 (სამი ათას ას ოცი) ლარი. ბე _ საწყისი ფასის 30% _ 936 (ცხრა ას
ოცდა თექვსმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 156 (ას ორმოცდა თექვსმეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქ. გურჯაანის გარეუბანში. ფართი თავისუფალია.

9. სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე 1494,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთი, საკადასტრო კოდი _ 51.02.60.086. საწყისი საპრივატიზაციო ფასი _ 8 964 (რვა ათას
ცხრაას სამოცდა ოთხი) ლარი. ბე _ საწყისი ფასის 30% _ 2 689 (ორი ათას ექვსას ოთხმოცდა
ცხრა) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 448 (ოთხას ორმოცდა რვა) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფლის განაპირას. ფართი თავისუფალია.

10. სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე 175,0კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთი, საკადასტრო კოდი _ 51.02.60.056. საწყისი საპრივატიზაციო ფასი _ 1 050 (ერთი ათას
ორმოცდა ათი) ლარი. ბე _ საწყისი ფასის 30% _ 315 (სამას თხუთმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5%
_ 53 (ორმოცდა ცამეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფლის განაპირას. ფართი თავისუფალია.



ბ) შენობა-ნაგებობები განმეორებით აუქციონზე


1. სოფელ კაჭრეთში მდებარე შენობა-ნაგებობა, (ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა). შენობის
საერთო ფართი _ 625,70კვმ, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი _ 3380,20კვმ; საკადასტრო კოდი _ 51.20.04.533. საწყისი საპრივატიზაციო ფასი _ 67 460 (სამოცდა შვიდი ათას ოთხას სამოცი) ლარი. (შენობის ღირებულება 43 799 (ორმოცდა სამი ათას შვიდას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი, მიწა _ 23 661 (ოცდა სამი ათას ექვსას სამოცდა ერთი) ლარი. ბე _ საწყისი ფასის 30% _ 20 238 (ოცი ათას ორას ოცდა თვრამეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 3 373 (სამი ათას სამას სამოცდა ცამეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა ამორტიზირებულია. მიმაგრებული მიწის ნაკვეთი შემოღობილია ქვისა და მავრთულ-
ბადის მესერით.


2. სოფელ კარდენახში მდებარე შენობა-ნაგებობა, (ყოფილი პურის საცხობის შენობა). შენობის
საერთო ფართი _ 236,0კვმ, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი _ 184,5კვმ; საკადასტრო კოდი _ 51.15.69.036. საწყისი საპრივატიზაციო ფასი _ 4 647 (ოთხი ათას ექვსას ორმოცდა შვიდი) ლარი. (შენობის ღირებულება 3 540 (სამი ათას ხუთას ორმოცი) ლარი, მიწა _ 1 107 (ათას ას შვიდი) ლარი. ბე _ საწყისი ფასის 30% _ 1 395 (ერთი ათას სამას ოთხმოცდა თხუთმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 233 (ორას ოცდა ცამეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა სრულიად ამორტიზებულია.

3. სოფელ ვეჯინში მდებარე შენობა-ნაგებობა, (ყოფილი კულტურის სახლი). შენობის საერთო
ფართი _ 1766,3კვმ, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი _ 4427,0კვმ; საკადასტრო კოდი _ 51.12.65.029. საწყისი საპრივატიზაციო ფასი _ 57 461 (ორმოცდა ჩვიდმეტი ათას ოთხას სამოცდა ერთი) ლარი. (შენობის ღირებულება _ 35 326 (ოცდა თხუთმეტი ათას სამას ოცდაექვსი) ლარი. მიწა _ 22 135 (ოცდა ორი ათას ას ოცდა თხუთმეტი) ლარი. ბე _ საწყისი ფასის 30% _ 17 238 (ჩვიდმეტი ათას ორას ოცდა თვრამეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 2 873 (ორი ათას რვაას სამოცდაცამეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა ამორტიზებულია. სახურავიდან შეიმჩნევა ბუნებრივი ნალექის ჩამონადენის
კვალი. ასევე, ბუნებრივი ზემოქმედების შედეგად, მრავლობითი ღიობების,
განაბზარებისა და დეფორმაციების სახით დაზიანებულია შენობის კედლები, იატაკი
და ჭერი. მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
თავისუფალია.

4. სოფელ ვაზისუბანში მდებარე შენობა-ნაგებობა, (ყოფილი სავაჭრო ცენტრი). შენობის
განაშენიანების ფართი _ 1367,0კვმ, მიმაგრებული არასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი _ 1367,0კვმ; საკადასტრო კოდი _ 51.05.64.001. საწყისი საპრივატიზაციო ფასი _ 75 185 (სამოცდა თხუთმეტი ათას ას ოთხმოცდა ხუთი) ლარი. (შენობის ფასი _ 68 350 (სამოცდა რვა ათას სამას ორმოცდა ათი) ლარი, მიწა _ 6 835 (ექვსი ათას რვაას ოცდა თხუთმეტი) ლარი.) ბე _ საწყისი ფასის 30% _ 22 555 (ოცდა ორი ათას ხუთას ორმოცდა თხუთმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 3 759 (სამი ათას შვიდას ორმოცდა ცხრამეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა ამორტიზირებულია. სახურავიდან შეიმჩნევა ბუნებრივი ნალექის ჩამონადენის
კვალი. დაზიანებულია კედლები, იატაკი, კარებები და ფანჯრები. კომუნიკაციები
გამოსულია მწყობრიდან.


გ) მოძრავი ქონება:

1. მსუბუქი ავტომანქანა გაზ 31029, სარეგისტრაციო ნომერი _ ღBB755, გამოშვების წელი _ 1992,
ფერი ღია რუხი, ძარის #008637, ძრავის #54091; საწყისი საპრივატიზაციო ფასი _ 800 (რვაასი) ლარი. ბე _ საწყისი ფასის 30% _ 240 (ორას ორმოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 40 (ორმოცი) ლარი.
აღწერილობა:
_ ძარაზე აღინიშნება ფიზიკური და ბუნებრივი ზემოქმედების შედეგად მრავლობითი
დაზიანებები _ კოროზიისა და დეფორმაციების სახით. წინა მარცხენა ციმციმა
გატეხილია, უკანა მარცხენა სანათი მოწყობილობები დაზიანებულია. წინა მარჯვენა
ფრთის ნაწილი ძლიერი კოროზიების შედეგად მოცილებულია კორპუსს;
_ ძრავი მუშა მდგომარეობაშია;
_ საბურავები სრულიად გაცვეთილია;
_ სალონი გაცვეთილ-გახუნებულია, აღინიშნება მრავლობითი ფიზიკური დაზიანებები
როგორც სავარძლებზე, ასევე შიდა ინტერიერზე;
_ სავალ ნაწილში აღინიშნება ხმაური და ფოლხვები.

2. მაღალი გამავლობის ავტომანქანა MICUBISHI, მოდელი _ პაჯერო იო, საიდენტიფიკაციო ნომერი _ H76ჭO100634, ძრავის მოცულობა (სმ3) _1834, ფერი _ ყავისფერი 1/8, გამოშვების წელი _ 1999, რეგისტრაციის ნომერი _ APA522. საწყისი საპრივატიზაციო ფასი _ 6000 (ექვსი ათასი) ლარი. ბე _ საწყისი ფასის 30% _ 1800 (ერთი ათას რვაასი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 330 (სამას ოცდა ათი) ლარი.
აღწერილობა:
_ ძარაზე შეიმჩნევა სიძველის, ექსპლუატაციისა და უმნიშვნელო ფიზიკური თუ
ბუნებრივი ზემოქმედების ნიშნები. შეზნექილია მარცხენა კარები;
_ ძრავი კარგ მდგომარეობაშია;
_ საბურავების ცვეთის დონე შეადგენს 50 _ 60%-ს;
_ სალონში, როგორც სავარძლებზე, ასევე შიდა ინტერიერზე შეიმჩნევა ექსპლუატაციის
ნიშნები.

_______________________________________________________________

_ ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე"-ს გადახდა შესაძლებელია ნაღდი
ანგარიშსწორებით სს „ლიბერთი ბანკში" და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით.
_ ელ. აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზებისას, ელ. აუქციონში გამარჯვებულს გადაეცემა
გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, (შემდგომში ოქმი).
_ ელ. აუქციონში გამარჯვებულმა, 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს ქონების
ღირებულების სრულად გადახდა სახაზინო კოდზე:
_ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართებისთვის _ 300503390;
_ მოძრავი ქონება _ ავტომანქანისთვის _ 300503332;
_ შენობა-ნაგებობის პრივატიზებისას, კოდზე _ 300503313.

_ 30 კალენდარული დღის ვადაში ქონების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში უქმდება
აუქციონის შედეგები.
_ ქონების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ გამარჯვებულზე გაიცემა საკუთრების
უფლების მოწმობა და აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის გაფორმდება
წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება).
_ ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით.

_ ელექტრონულ აუქციონის დაწყება/დასრულების დროა 12.08.2015 12:00 _ 27.08.2015 17:00

_დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლია დაგვიკავშირდეთ _ 595 37 72 60. 599 85 22 43. ასევე,
სააგენტოს ცხელ ხაზზე _ (+995)32 2601 601.



გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი