გურჯაანის მუნიციპალიტეტის სააუქციონე კომისია განმეორებით აცხადებს ღია პირობიან აუქციონს

4-10-2013, 09:42, ნანახია: 531-ჯერ

განმეორებით, ღია პირობიან აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იქნება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საბავშვო ბაღების ტერიტორიაზე განთავსებული გათბობის შენობები და საკვამური მილები.
- სოფელ ვაჩნაძიანის საბავშვო ბაღი; საწყისი ღირებულება 250 (ორას ორმოცდა ათი) ლარი;
- სოფელ ველისციხის #2 საბავშვო ბაღი; საწყისი ღირებულება 350 (სამას ორმოცდა ათი) ლარი;
- სოფელ ჩუმლაყის საბავშვო ბაღი; საწყისი ღირებულება 600 (ექვსასი) ლარი;
- სოფელ გურჯაანის #1 საბავშვო ბაღი; საწყისი ღირებულება 500 (ხუთასი) ლარი
- სოფელ გურჯაანის საბავშვო ბაღი; საწყისი ღირებულება 200 (ორასი) ლარი;
- სოფელ კოლაგის #1 საბავშვო ბაღი; საწყისი ღირებულება 700 (შვიდასი) ლარი;
- სოფელ ვეჯინის #1 საბავშვო ბაღი; საწყისი ღირებულება 300 (სამასი) ლარი;
- სოფელ ბაკურციხის საბავშვო ბაღი; საწყისი ღირებულება 100 (ასი) ლარი;
- სოფელ კარდენახის #1 საბავშვო ბაღი; საწყისი ღირებულება 400 (ოთხასი) ლარი;
- სოფელ ჩალაუბნის საბავშვო ბაღი; საწყისი ღირებულება 450 (ოთხას ორმოცდა ათი) ლარი;
- სოფელ მელაანის საბავშვო ბაღი; საწყისი ღირებულება 750 (შვიდას ორმოცდა ათი) ლარი;
- სოფელ ჯიმითის საბავშვო ბაღი; საწყისი ღირებულება 850 (რვაას ორმოცდა ათი) ლარი;
- სოფელ არაშენდის #1 საბავშვო ბაღი. საწყისი ღირებულება 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარი
საწყისი გასაყიდი ფასი, ერთ ლოტად _ 6 000 (ექვსი ათასი) ლარი.

აუქციონის პირობა

აუქციონში გამარჯვებულმა პრივატიზებიდან ოთხი თვის განმავლობაში საკუთარი ძალებით მოახდინოს აღნიშნული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და ტერიტორიას დაუბრუნოს პირვანდელი სახე.

,,ბე''-ს ოდენობა შეადგენს 1800 (ათას რვაასი) ლარს.
სავაჭრო ბიჯის ოდენობა განისაზღვროს საწყისი გასაყიდი ფასის 10 %-ის
ოდენობით, რაც შეადგენს _ 600 (ექვსაასი) ლარს;
აუქციონში მონაწილის ბილეთის ღირებულება _ 50 ლარი.
საბანკო რეკვიზიტებია _ ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში, სახაზინო კოდი _ ,,ბე'' _
#300503325, ბილეთის ღირებულება _ 300503282.
აუქციონში მონაწილეთა განცხადებების მიიღება _ 2013 წლის 3 ოქტომბრიდან,
2013 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით, 15 საათამდე.
აუქციონი გაიმართება 2013 წლის 18 ოქტომბერს, 17 საათზე.

აუქციონში მონაწილეობის წესი:

აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი პრივატიზებისას 25%-ზე ნაკლებია.
აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში ,,მონაწილე'') აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:

ა) განაცხადს, შევსებულს დამტკიცებული ფორმის მიხედვით, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, მუნიციპალური ქონების დასახელებასა და საწყის ფასზე, ,,ბე'' და ბილეთის ღირებულების დამადასტურებელ ქვითრებს, რომელიც შეიტანება მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე.

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მონაცემებს;

დ) ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ე) იურიდიული პირები დამატებით წარადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს;

,,მყიდველი'' აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში წარმოდგენილი დოკუმენტების რეგისტრაციის მომენტიდან, იღებს ,,მონაწილის ბილეთს'' და ღებულობს მონაწილის სტატუსს.
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია _ ,,მყიდველი''-ს მიერ ქონების შესაძენად მაქსიმალური ფასის (არანაკლებ საწყისი ფასისა) გადახდა.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს სრული საპრივატიზაციო თანხა.
დამატებითი ცნობებისათვის მოგვმართეთ მისამართზე: ქ. გურჯაანი ნონეშვილის გამზირი #13, გამგეობის შენობის მესამე სართული, ოთახი #1.

ტელეფონი: 599852243 599852265

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საუქციონო კომისია.
 

სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი