გურჯაანის მუნიციპალიტეტის სააუქციონე კომისია განმეორებით აცხადებს ღია აუქციონს

3-10-2013, 21:30, ნანახია: 704-ჯერ

განმეორებით, ღია აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იქნება:

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, _ მსუბუქი ავტომანქანა, BEW _ 5301, ტიპი - სედანი; გამოშვებული - 1994 წელს, ფერი - მწვანე, სახელმწიფო ნომერი MVW993; საწყისი გასაყიდი ფასი - 1800 (ერთი ათას რვაასი) ლარი; ,,ბე" - 540 (ხუთას ორმოცი) ლარი;

სავაჭრო ბიჯის ოდენობა განისაზღვროს საწყისი გასაყიდი ფასის 10%-ის ოდენობით და აუქციონში მონაწილის ბილეთის ღირებულება - 50 ლარით. საბანკო რეკვიზიტებია - ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში სახაზინო კოდი - ,, ბე" _ #300503332, ბილეთის ღირებულება - 300503282.
აუქციონში მონაწილეთა განცხადებების მიიღება - 2013 წლის 3 ოქტომბრიდან, 2013 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, 15 საათამდე.
აუქციონი გაიმართება 2013 წლის 10 ოქტომბერს, 17 საათზე.

უქციონში მონაწილეობის წესი:

აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი პრივატიზებისას 25%-ზე ნაკლებია.
აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში `მონაწილე~) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:

ა) განაცხადს, შევსებულს დამტკიცებული ფორმის მიხედვით, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, მუნიციპალური ქონების დასახელებასა და საწყის ფასზე, ,,ბე'' და ბილეთის ღირებულების დამადასტურებელ ქვითრებს, რომელიც შეიტანება მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე.

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მონაცემებს;

დ) ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ე) იურიდიული პირები დამატებით წარადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს;

,,მყიდველი'' აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში წარმოდგენილი დოკუმენტების რეგისტრაციის მომენტიდან, იღებს `მონაწილის ბილეთს~ და ღებულობს მონაწილის სტატუსს.

აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია _ ,,მყიდველი"-ს მიერ ქონების შესაძენად მაქსიმალური ფასის (არანაკლებ საწყისი ფასისა) გადახდა.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს სრული საპრივატიზაციო თანხა.
დამატებითი ცნობებისათვის მოგვმართეთ მისამართზე: ქ. გურჯაანი ნონეშვილის გამზირი #13, გამგეობის შენობის მესამე სართული, ოთახი #1.

ტელეფონი: 599852243 599852265



გურჯაანის მუნიციპალიტეტის საუქციონო კომისია
 

სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი