გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს საჯარო პირობიან აუქციონს

7-05-2014, 22:39, ნანახია: 554-ჯერ

1. საჯარო პირობიან აუქციონზე, სასყიდლიან სარგებლობაში გაცემის მიზნით, იჯარით გასაცემად, ხუთი წლის ვადით, საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად გამოტანილი იქნება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული - ქ. გურჯაანში, ნონეშვილის გამზირი N23-ში მდებარე შენობიდან (ყოფილი აგროსამრეწველო გაერთიანების შენობა) 216,16კვმ არასაცხოვრებელი ფართი.
_ საწყისი წლიური საიჯარო ქირა _ 2 810 (ორი ათას რვაას ათი) ლარი;
-“ბე” - 843 (რვაას ორმოცდა სამი) ლარი;
_ სავაჭრო ბიჯის ოდენობა განისაზღვროს საწყისი საიჯარო ქირის 10 %. _ 281
(ორას ოთხმოცდა ერთი) ლარი;

საიჯარო პირობები

- "მეიჯარე" უფლებამოსილია ყოველგვარი კომპენსაციისა და ჯარიმის გარეშე ვადამდე შეწყვიტოს საიჯარო ხელშეკრულება მუნიციპალური მიზნებიდან გამომდინარე;
- საიჯარო ქირის გადახდა იწარმოებს ყოველკვარტალურად, თანაბარწილად, ყოველმომდევნო კვარტლის პირველ ხუთ რიცხვამდე;
- "მოიჯარე" ვალდებულია აღნიშნულ ფართში, ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში, მოაწყოს საგანმანათლებლო დაწესებულება.


2. საჯარო პირობიანი აუქციონის წესით, 20 წლის ვადით იჯარით გაიცეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული - სოფელ მუკუზანში მდებარე შენობა-ნაგებობა (ყოფილი კლუბის შენობა). შენობის საერთო ფართი - 840,4კვმ, შენობის განაშენიანების ფართი - 980კვმ; საკადასტრო კოდი - 51.06.04.396 .
- საწყისი წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს - 2036 (ორი ათას ოცდათექვსმეტი)
ლარით.
- "ბე" - 611 (ექვსა ას თერთმეტი) ლარი;
- სავაჭრო ბიჯის ოდენობა განისაზღვროს საწყისი საიჯარო ქირის 10 %. - 204
(ორას ოთხი) ლარი;


საიჯარო პირობები

- აუქციონში გამარჯვებულმა ერთი წლის განმავლობაში განახორციელოს 70 000
(სამოცდა ათი ათასი) ლარის ინვესტიცია;
- უზრუნველყოს შენობისათვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნება;
- შექმნას სპორტულ – გამაჯანსაღებელი გასართობი ცენტრი, კაფე-ბარი,
საბანკეტო დარბაზი, ინტერნეტ-კლუბი და სხვა.


- "მეიჯარე" უფლებამოსილია ყოველგვარი კომპენსაციისა და ჯარიმის გარეშე ვადამდე შეწყვიტოს საიჯარო ხელშეკრულება მუნიციპალური მიზნებიდან გამომდინარე;
- საიჯარო ქირის გადახდა იწარმოებს ყოველკვარტალურად, თანაბარწილად, ყოველმომდევნო კვარტლის პირველ ხუთ რიცხვამდე;



3. საჯარო პირობიანი აუქციონზე, 3 წლის ვადით, კომერციული საქმიანობის განსახორციელებლად იჯარით გაიცეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული - სოფელ შაშიანში მდებარე შენობა-ნაგებობიდან (ყოფილი კოლმეურნეობის შენობა) არასაცხოვრებელი ფართები:

- 69,7კვმ არასაცხოვრებელი ფართი.
- საწყისი წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს - 360 (სამას სამოცი) ლარით.
- "ბე" - 108 (ას რვა) ლარი;
- სავაჭრო ბიჯის ოდენობა განისაზღვროს საწყისი საიჯარო ქირის 10 %. - 36
(ოცდა თექვსმეტი) ლარი;

- 52კვმ არასაცხოვრებელი ფართი.
- საწყისი წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს - 300 (სამასი) ლარით.
- "ბე" - 90 (ოთხმოცდა ათი) ლარი;
- სავაჭრო ბიჯის ოდენობა განისაზღვროს საწყისი საიჯარო ქირის 10 %. - 30
(ოცდა ათი) ლარი;

შენობის საკადასტრო კოდი - 51.04.62.003

საიჯარო პირობები


- "მეიჯარე" უფლებამოსილია ყოველგვარი კომპენსაციისა და ჯარიმის გარეშე ვადამდე შეწყვიტოს საიჯარო ხელშეკრულება მუნიციპალური მიზნებიდან გამომდინარე;
- საიჯარო ქირის გადახდა იწარმოებს ყოველკვარტალურად, თანაბარწილად, ყოველმომდევნო კვარტლის პირველ ხუთ რიცხვამდე;


აუქციონში გამარჯვებულის კრიტერიუმი

- ვალდებულებების აღება სააუქციონო პირობების დაკმაყოფილებაზე;
- მაქსიმალური საიჯარო ქირის შემოთავაზება, რომელიც უნდა აღემატებოდეს
გამოცხადებულ საწყისს საიჯარო ქირას, ბიჯის გათვალისწინებით.
- აუქციონში მონაწილის ბილეთის ღირებულება - 50 (ორმოცდა ათი) ლარი.
- საბანკო რეკვიზიტებია - ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში, სახაზინო კოდი - "ბე" -
N300503212, ბილეთის ღირებულება - 300503282.




აუქციონში მონაწილეთა განცხადებები მიიღება - 2014 წლის 8 მაისიდან, 2014 წლის 23 მაისის ჩათვლით, 15 საათამდე.
აუქციონი გაიმართება 2014 წლის 23 მაისს, 17 საათზე, ქ. გურჯაანში ნონეშვილის გამზირი N13-ში მე-3 სართულზე.


უქციონში მონაწილეობის წესი:

აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი იჯარით გაცემისას 25%-ზე ნაკლებია.
აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში `მონაწილე~) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:

ა) განაცხადს, შევსებულს დამტკიცებული ფორმის მიხედვით, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, მუნიციპალური ქონების დასახელებასა და საწყის ფასზე, "ბე" და ბილეთის ღირებულების დამადასტურებელ ქვითრებს, რომელიც შეიტანება მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე.

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მონაცემებს;

დ) ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ე) იურიდიული პირები დამატებით წარადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს;

"მოიჯარე" აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში წარმოდგენილი დოკუმენტების რეგისტრაციის მომენტიდან, იღებს "მონაწილის ბილეთს" და ღებულობს მონაწილის სტატუსს.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს სრული საიჯარო ქირა.
დამატებითი ცნობებისათვის მოგვმართეთ მისამართზე: ქ. გურჯაანი ნონეშვილის გამზირი N13, გამგეობის შენობის მესამე სართული, ოთახი N1.

ტელეფონი: 599852243



გურჯაანის მუნიციპალიტეტი.
 

სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი