გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს


აუქციონის დაწყება - დამთავრება 15.08.2018 15:00 - 24.08.2018 15:00

დემონტაჟის მიზნით, პირობიან ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზებოდ გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე შენობა-ნაგებობა, ყოფილი კულტურის სახლი

სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე შენობა-ნაგებობა, ყოფილი კულტურის სახლის საკადასტრო კოდია - 51.02.58.104, შენობის საერთო ფართი - 2901,3კვმ, განაშენიანების ფართი - 1602,0კვმ, მიმაგრებული მიწა - 7333,0კვმ.

აუქციონის პირობა:

- შენობა-ნაგებობის პრივატიზება ხორციელდება მიმაგრებული მიწის გარეშე, დემონტაჟის მიზნით;
- აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონის დასრულებიდან სამი თვის ვადაში უზრუნველყოს შენობის დემონტაჟი, ტერიტორიის გასუფთავება და მოსწორება;

- დემონტაჟი განხორციელდეს მერიის მიერ გაცემული, დემონტაჟზე მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული პირობების დაცვით. კერძოდ, გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილ იქნეს - დემონტაჟის პროექტი (გეგმები, დემონტაჟის ორგანიზაციის პროექტი - გრაფიკით, უსაფრთხოების ნორმების დაცვის პროექტი, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შენობის შემოღობვის პროექტი და სადემონტაჟე პერიმეტრზე არსებული კომუნიკაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტი) და დემონტაჟის მოსაკრებელი განაშენიანების ფართის მიხედვით (1 ლარი -1 კვმ-ზე);

სადემონტაჟე შენობის საწყისი საპრივატიზებო ფასია - 51 698,0 (ორმოცდა თერთმეტი ათას
ექვსას ოთხმოცდა თვრამეტი) ლარი. „ბე“ საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 15 510
(თხუთმეტი ათას ხუთას ათი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 2 585 (ორი ათას
ხუთას ოთხმოცდა ხუთი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა უკიდურესად ამორტიზებულია და არსებობს მისი თვითნებურად ჩამონგრევის საშიშროება.
________________________

ქონების ღირებულების გადახდა შესაძლებელია სს „ლიბერთი ბანკში“, სახაზინო კოდზე _ # 300 503313

ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე - 555 00 41 64, ასევე ცხელ ხაზზე - 2 601 601.



გურჯაანის მუნიციპალიტეტი




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი