გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ღვარცოფული ხევების გაწმენდის მიზნით ინტერესთა გამოხატვა

დანართი #1

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ღვარცოფული ხევების გაწმენდის მიზნით ინტერესთა გამოხატვა

,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, მდინარე „ჭერმის ხევის“ მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის საშიშროების თავიდან ასაცილებლად, მდინარის კალაპოტიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ინტერესთა გამოხატვას კომპანიის შესარჩევად, რომელიც უზრუნველყოფს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდინარეთა კალაპოტებიდან ინერტული მასალის ჭარბი აკუმულაციის უბნების (მდ. ჭერმისხევი - ხიდებს შორის) გაწმენდით სამუშაოების განხორციელებას გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტის შესაბამისად.
უპირტესობა მიენიჭება იმ კომპანიას (საწამოს ან ფიზიკურ პირს), რომელიც გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ამოღებულ ინერტულ მასალას გამოიყენებს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის ან სხვა სამშენებლო პროექტის განხორციელების ფარგლებში, რომელიც ხელს შეუწყობს მიკრო და მცირე მეწარმეობის განხორციელებას.
დაინტერესებულმა მხარეებმა ინტერესთა გამოხატვისას უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
• განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო პირების რეესტრიდან;
• საკონტაქტო მონაცემები;
• მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობის დამადასტურებელი ინფორმაცია (კერძოდ განმცხადებელს საკუთრებაში ან იჯარით უნდა გააჩნდეს სპეც ტექნიკა);
• ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოების განხორციელების გამოცდილების შესახებ;
• სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ მოთხოვნილი პროექტი ან საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, მასზე აკრედიტირებული საექსპერტო ორგანიზაციის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, რომლებზეც თავის მხრივ გაცემული უნდა იყოს წერილობითი თანხმობა სს „საქართველოს რკინიგზიდან“;
• მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების და ინფორმაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ თან უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;

მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმნეტების და ინფორმაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ თან უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;


1. ინტერესთა გამოხატვის წარდგენა

დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ 2 ეგზემპლარად (1 ორიგინალი და 1 ასლი) დალუქულ კონვერტში, ასევე, ელექტრონულ ვერსიად.)

2. წარდგენის ვადა

2018 წლის 16 აგვისტოს 10 სთ-დან 2018 წლის 27 აგვისტოს 18:00 საათამდე თბილისის დროით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში შემდეგ მისამართზე: ქ. გურჯაანი, ი. ნონეშვილის გამზ. #13 (გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, III სართული, ოთახი #7).

3. ვალდებულებისგან გათავისუფლება

ეს მოწვევა არ ავალდებულებს გურჯაანის მუნიციპალიტეტს შეარჩიოს რომელიმე კანდიდატი ან აანაზღაუროს მათ მიერ გაწეული ხარჯები. ასევე, დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ არცერთ კანდიდატს არ აქვს უფლება ჰქონდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საწინააღმდეგო მოთხოვნები. მოწვევაში მონაწილეობის მიღება და მასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა იქნას ანაზღაურებული კანდიდატთა მიერ.

4. გურჯაანის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები

გურჯაანის მუნიციპალიტეტი იტოვებს უფლებამოსილებას:
•გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე და საინფორმაციო დაფაზე გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე, უარი თქვას ან შეცვალოს მოწვევის მოთხოვნები წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
•მოითხოვოს დამატებითი ან მონაწილის მიერ უკვე წარმოდგენილი დოკუმენტაციის განმარტება.
•დისკვალიფიკაცია მიანიჭოს ნებისმიერ კანდიდატს
•შეწყვიტოს პროექტზე მუშაობა ნებისმიერ დროს (მათ შორის ინტერესთა გამოხატვის შესახებ დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ).

5. განსაკუთრებული პირობები

ხევის კალაპოტის გაწმენდისას დაცული უნდა იყოს შემდეგი მანძილები: ხიდის ბურჯებიდან მინიმალური დაშორება არანაკლებ 70 მ; ხოლო თითოეული ნაპირიდან არანაკლებ 10 მ.
ამ მანძილების დარღვევის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი იტოვებს უფლებას შეაჩეროს ინერტული მასალების მოპოვება აღნიშნული უბნებიდან.

6. კანონი

ინტერესთა გამოხატვის მოთხოვნა, დოკუმენტების წარდგენა და შეფასების მეთოდი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 577-15-71-85 დიანა რაქვიაშვილი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის მ/შ.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი