გურჯაანის მუნიციპალიტეტის სააუქციონე კომისია განმეორებით აცხადებს ღია აუქციონს

განმეორებით, ღია აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იქნება:

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მსუბუქი ავტომანქანა, BEW_ 5301,
ტიპი _ სედანი; გამოშვებული _ 1994 წელს, ფერი _ მწვანე, სახელმწიფო ნომერი MVW 993;
საწყისი გასაყიდი ფასი _ 1200 (ერთი ათას ორასი) ლარი; ``ბე`` _ 360 (სამას სამოცი)
ლარი;
სავაჭრო ბიჯის ოდენობა განისაზღვროს საწყისი გასაყიდი ფასის 10%-ის ოდენობით
და აუქციონში მონაწილის ბილეთის ღირებულება _ 50 ლარით. საბანკო რეკვიზიტებია _
ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში სახაზინო კოდი _ `ბე~ _ #300503332, ბილეთის ღირებულება
_ 300503282.
აუქციონში მონაწილეთა განცხადებების მიიღება _ 2013 წლის ნოემბრიდან, 2013
წლის 27 ნოემბრის ჩათვლით, 15 საათამდე.
აუქციონი გაიმართება 2013 წლის 27 ნოემბერს, 17 საათზე.

უქციონში მონაწილეობის წესი:

აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი პრივატიზებისას 25%-ზე ნაკლებია.
აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში `მონაწილე~) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:

ა) განაცხადს, შევსებულს დამტკიცებული ფორმის მიხედვით, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, მუნიციპალური ქონების დასახელებასა და საწყის ფასზე, `ბე~ და ბილეთის ღირებულების დამადასტურებელ ქვითრებს, რომელიც შეიტანება მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე.

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მონაცემებს;

გ) ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის
სახელით;

დ) იურიდიული პირები დამატებით წარადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს;

``მყიდველი~ აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში წარმოდგენილი დოკუმენტების რეგისტრაციის მომენტიდან, იღებს `მონაწილის ბილეთს~ და ღებულობს მონაწილის სტატუსს.

აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია _ `მყიდველი~-ს მიერ ქონების შესაძენად მაქსიმალური ფასის (არანაკლებ საწყისი ფასისა) გადახდა.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს სრული საპრივატიზაციო თანხა.
დამატებითი ცნობებისათვის მოგვმართეთ მისამართზე: ქ. გურჯაანი ნონეშვილის გამზირი #13, გამგეობის შენობის მესამე სართული, ოთახი #1.

ტელეფონი: 599852243 599852265
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საუქციონო კომისია




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი