მოხალისეობის პირველი რეგიონული ფორუმი - 20 ივნისი

 მოხალისეობის პირველი რეგიონული ფორუმი - 20 ივნისი თელავის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოხალისეობის პირველი ფორუმი გაიმართა, რომელშიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა, ამავე სამსახურის თანამშრომლებმა, მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს და ახალგაზრდული საჭოს წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.

ფორუმის მიზანი იყო საქართველოში მოხალისეობის გაძლიერება, პოლულარიზაცია და ხელშეწყობა.მასში 140 - მდე სტუმარმა მიიღო მონაწილეობა.

„მოხალისეობა მნიშვნელოვანია განვითარებისთვის, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მსგავს პროექტებში. პირველ ეტაპზე ჩვენ დავიწყეთ ურთიერთობა გერმანიასთან. გვყავდა ექსპერტი, რომელიც ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში დაგვეხმარა, ამჟამად კი გვყავს სივრცითი მოწყობის ექსპერტი, რომელიც მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად. ვფიქრობ, ყველა მუნიციპალიტეტი უნდა ჩაერთოს და დაუკავშირდეს მოხალისეებს ქვეყნის შიგნით და საზღვრებს გარეთ, რათა განახორციელოს მსგავსი ტიპის სასარგებლო და შედეგზე ორიენტირებული პროექტები,” - აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ეკა ცისკარაშვილმა.

ფორუმზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარემ მარიამ ბაწელაშვილმა საბჭოს პრეზენტაცია მოაწყო და ახალგაზრდული საბჭოს მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მოხალისეობის ფორუმი „მედია ცენტრი კახეთის“ თელავის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით, ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის’’ (2017-2020) ფარგლებში ჩატარდა.

ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას, მათი ანგარიშვალდებულების გაზრდას მოქალაქეების მიმართ და კავშირების განმტკიცებას სხვა აქტორებთან.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი