ჭანდარში სტქიის შედეგად დაზიანებული გზა კაპიტალურად შეკეთდება

ჭანდარში სტქიის შედეგად დაზიანებული გზა კაპიტალურად შეკეთდებადღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ნაპირდაცვის სამსახურის წარმომადგენელმა - თემურ მეტრეველმა, მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის და ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელთან - ლადო მუსალბიშვილთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, სოფელ ჭანდარში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზა დაათვალიერეს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოახდნეს არსებული მდგომარეობის შეფასებას და ანალიზს, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება გზის კაპიტალურად მოწყობის სამუშაოები.
აღნიშნული გზა სტიქიის შედეგად დაზიანდა. ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე მოსულმა უხვმა ნალექმა ჭანდრის ხევის ადიდება გამოწვია და წყალმა გზის ნაწილი ჩამოშალა. მუნიციპალიტეტის მერიამ მყისიერად განახორციელა გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები, თუმც გზა კაპიტალურ შეკეთებას საჭიროებს.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი