გურჯაანის მუნიციპალიტეტი გურჯაანის საკარო სკოლებს შორის "რა?სად?როდის?"მე-12 სერიის გამარჯვებული ქ.გურჯაანის მე-2 სკოლა გახდა » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 


გურჯაანის საკარო სკოლებს შორის "რა?სად?როდის?"მე-12 სერიის გამარჯვებული ქ.გურჯაანის მე-2 სკოლა გახდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ საჯარო სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაშის „ რა? სად? როდის?“ საგაზაფხულო, მე-12 სერიის ფინალური ტური გაიმართა.
ფინალში 5 გუნდი მონაწილეობდა, რომლებმაც 4 ტურის შემდეგ 17 გუნდს შორის საუკეთესო ქულები დააგროვეს. საგაზაფხულო, მე-12 სერიის გამარჯვებული და სპეციალური პრიზის „ბროლის ბუ“-ს მფლობელი ქ.გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის გუნდი "კრეაწივი" გახდა. გამარჯვებული გუნდის წევრებს საჩუქრად გურჯაანის სპორტკომპლექსის საცარუო აუზის აბონემენტები, წიგნები და სერტიფიკატები გადაეცათ. გუნდის კაპიტანს - ნიკა ქურთიაშვილს კი გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა საჩუქრად ბაქოს ორკაციანი საგზური გადასცა.

დაჯილდოვდნენ სხვა მოაზროვნეებიც. სეზონის საუკეთესო მოაზროვნის პრიზი, მაღაზია „ბიბლუსის“ 100 ლარიანი ვაუჩერი ახაშნის საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანს - ვანო ლიპარტაშვილს გადაეცა. პლანშეტით დასაჩუქრდა ფინალური ტურის საუკეთესო გოგო მონაწილე, მე-4 საჯარო სკოლის გუნდის კაპიტანი ანი ჭყოიძე. კაპიტნების შეკითხვების გამარჯვებულს, ჭანდრის სკოლის გუნდის კაპიტანს ზეზვა ელიზარაშვილს კი გურჯაანის სპორტკომპლექსის საცურაო აუზის აბონემენტი გადაეცა.

ფინალური თამაშის პირველი ნაწილის წამყვანი საქართველოს ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი გიორგი მოსიძე იყო, მეორე ნაწილი კი კვლავ, ინტელექტუალური თამაშის რედაქტორმა და კითხვების ავტორმა პაატა ჩახვაშვილმა წაიყვანა.

„დღეს, საკმაოდ საინტერესო თამაში ვნახეთ, ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდები გვყავს და მინდა მათ წარმატებები ვუსურვო და აქვე განვაცხადო, რომ უახლოეს მომავალში გურჯაანი კახეთის რეგიონულ ინტელექტუალურ თამაშს უმასპინძლებს,” - განაცხადა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილი.

ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?" გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

“საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომ ფორმალურ თუ არაფორმალურ სწავლებას ყოველთვის დავუჭერთ მხარს. დღევანდელი ჩვენი ინტელექტუალური თამაშიც ამის დასტურია და მომავალშიც, რა თქმა უნდა სხვადასხვა ფორმატის პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ,” - აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილი.

„ძალიან გახარებული ვარ. ამ გამარჯვების მთავარი მონაწილეები ჩემი გუნდის წევრები არიაან, მადლობა მათ და მადლობა პროექტის ორგანიზატორებს„ - პროექტის გამარჯვებული, ქ.გურჯაანის მე-2 სკოლის გუნდის კაპიტანი ნიკა ქურთიაშვილი.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი