გურჯაანში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

გურჯაანში, დიდების მემორიალზე საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.
წარმოდგენილი იყო დამოუკიდებლობის თემაზე მუზეუმებში დაცული ექსპონატები, რომლითაც გაცოცხლდა საქართველოს ისტორია 1918 წლიდან დღემდე.
მოეწყო ხალხური რეწვის ნამუშევრების და ნახატების გამოფენა. ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა მოაწყვეს.

გაცოცხლებული იყვნენ ეროვნული გმირები - ნოე რამიშვილი , ნოე ჟორდანია, ექვთიმე თაყაიშვილი და კოტე აფხაზი. შესრულდა დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერის ინსცენირება.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ცხენოსნებმა და მოფარიკავეებმა.

ღია ცის ქვეშ გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა ლაშა ღლონტმა და მისმა მეგობრებმა , ფოლკლორულმა ანსამბლებმა „ხარებამ“ და „გურჯაანმა“ , ასევე ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ცერულმა “ მიიღეს.

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონობის ტიტულის მქონე გურჯაანელი სპორტსმენები, რომლებსაც ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

საინტერესო კუთხეები იყო მოწყობილი პატარა სტუმრებისთვის, სპეციალურად მათთვის, ასევე გაიმართა ექსპერიმენტორიუმის, მეცნიერების შოუ . მოეწყო სპორტული შეჯიბრებები მჯლავჭიდში, ჭადრაკსა და ჭიდაობაში.

საზეიმო ღონისძიებას გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

"დამოუკიდებლობის დღე გურჯაანიდან მინდა მთელ საქართველოს მივულოცო. თითოეული ჩვენგანისთვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია. სრულიად საზეიმო განწყობაა ჩვენს ქვეყანაში."- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი