გურჯაანი, აქციას "მოდი ღამე მუზეუმში" შეუერთდა

"მოდი ღამე მუზეუმი"-ს პროექტის ფარგლებში, 19 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა მუზეუმი 10:00 საათიდან 01:00 საათამდე დამთვალიერებს უფასოდ მოემსახურა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და ა(ა)იპ "საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების" ორგანიზებით, ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნა სოფელ კარდენახში, იოსებ ნონეშვილის მუზეუმში. ღია ცის ქვეშ გაიმართა ფოლკლორული ანსამბლი "ხარება"-ს კონცერტი, კოცონთან მოეწყო პოეზიის საღამო, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და ეხილათ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქვევრის ღვინო, მიერთვათ ჩაი და ეთამაშათ სამაგიდო თამაშები.

იოსებ ნონეშვილის მუზეუმში გამართულ ღონისძიებას სხვა სტუმრებთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ოჯახთან ერთად ესწრებოდა.

ღონისძიებები გაიმართა მუნიციპალიტეტში არსებულ სხვა მუზეუმებშიც. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმები იყო ნაჩვენები ნატო ვაჩნაძის და ივანე ბერიტაშვილის სახლ-მუზეუმებში. სოფელ ვაჩნაძიანში გიორგი მაისურაძის სახელობის ისტორიულ მუზეუმში კი ახალგაზრდების მიერ მოეწყო მუსიკალური საღამო. ვიზიტორებისთვის,გვიან ღამემდე, ღია იყო ქალაქ გურჯაანში მდებარე "დიდების საბრძოლო მემორიალი".




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი