არჩილ ხანდამაშვილი სოციალური საწარმოს"პურთა პური"გახსნას დაესწრო

დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი გურჯაანში, სოციალური საწარმოს „პურთა პურის“ გახსნას დაესწრო. საცხობი უსაფუარო, სვიაზე დამზადებულ, ეკოლოგიურად სუფთა პურს გამოაცხობს, რომელიც თავდაპირველად, მხოლოდ გურჯაანის მასშტაბით გაიყიდება. საწარმოში მარტოხელა მშობლები დასაქმდებიან. „მსგავსი სოციალური საწარმოების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ ბევრი მომხმარებელი ეყოლება მათ წარმოებულ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს.“ -განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა. სოციალური საწარმო "პურთა პური" ა(ა)იპ „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდისა“ და ევროკავშირს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებისა და პროექტის „ჯანდაცვის, განათლებისა და განვითარების, შესაძლებლობების გაუმჯობესება, მოწყვლადი დედებსა და ბავშვებისთვის“ ფარგლებში, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის "მარტოხელა მშობლების უფლებების ადვოკატირება“ მხარდაჭერით შეიქმნა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი