გურჯაანში 3 დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს ფსიქოლოგები და ექიმი ნევროლოგები უფასო კონსულტაციებს გაუწევენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტში პროექტები „ბავშთა ნევროლოგიური მომსახურების უახლესი მეთოდოლოგიების დანერგვა და მათი ფუნქციონირების ხელშეწყობა“ და „3 დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა და მშობელთა მომსხურების დანერგვა“ იწყება.

პროექტების ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 3 დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტიდან მოწვეული ფსიქოლოგები და ექიმი-ნევროლოგები, უფასო კონსულტაციებს ჩაუტარებენ.
პროექტებს გურჯაანში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია - „ქალები რეგიონიდან საზოგადოების განვითარებისთვის“ და „საქართველოს ქრონიკულ ნევროლოგიურ დაავადებათა სამედიცინო აუდიტი“, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მომსახურების სამსახურის, ააიპ გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების და მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მხარდაჭერით ახორციელებს, რომელიც 1 წლის განმავლობაში გაგრძლდება.

პროექტები დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ გამოცხადებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის (KRDF) მიერ.

უფასო კონსულტაციები, მაისის თვეში, ყოველ შაბათს 10:00 საათიდან 18 :00 საათამდე, ქ.გურჯაანში, რუსთაველის #22 , საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში (ყოფილი რუსული სკოლა) გაიმართება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი