ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ექო-თოფუზი" გურჯაანში

გურჯაანმა ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს „ექო-თოფუზი"-ის უმასპინძლა, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს, ფესტივალის ფარგლებში, ქალაქის ქუჩებში მოეწყო " ბარაბან- შოუ", შემდეგ კი, კულტურის ცენტრის დარბაზში, ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართა. მაყურებელმა ის ანიმციური რგოლიც იხილა, რომელიც გურჯაანელმა ბავშვებმა გუშინ, ანიმაციის „ვორქშოფ“-ზე შექმნეს. ეს ბავშვები, საერთაშორისო ფესტივალის „ექო-თოფუზის“ დასკვნით ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ოქტომბერში, ბათუმში გაიმართება. ფესტივალს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდული სამსახურის ხელმძღვანელი ეკა ცისკარაშვილი თანამშრომლებთან ერთად დაესწრო. გურჯაანში, "ექო-თოფუზი" გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი