ვეჯინში ღვინის მარანი და საოჯახო სასტუმრო გაიხსნა

დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, მოადგილესთან ნიკოლოზ გეთიაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან ვანო ბერიძიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ვეჯინში ღვინის მარნის და საოჯახო ტიპის სასტუმროს „ შატო ხარიტონას“ გახსნას დაესწრო.

არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის მარნების და საოჯახო სასტომროების გახსნა.
„ გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ობიექტის გახსნა,. ტურისტები აქ გაეცნობენიან ქართულ კულტურას, დააგემოვნებენ კახურ, ქვევრის ღვინოს და ქართულ კერძებს. ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება ბევრი ასეთი ობიექტი გაიხსნას, რათა გურჯაანი მიმზიდველი გახდეს როგორც შიდა ასე უცხოელი ვიზიტორებითვის. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ისიც, რომ ეს ხდება ჩემს სოფელში, ვეჯინში.“ - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა.

ხარიტონაშვილების ოჯახის „შატო ხარიტონას“ გახსნას უცხოელი სტუმრები, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და საქართველოში მოქმედი ტურ ოპერატორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი