გურჯაანის მუნიციპალიტეტი მინი ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებული ქ.გურჯაანის მე-4 სკოლა გახდა » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 


მინი ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებული ქ.გურჯაანის მე-4 სკოლა გახდა

მინი ფეხბურთში სასკოლო ტურნირის გამარჯვებული ქ.გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლა გახდა. ტურნირის ფინალი, 4 მაისს, ქალაქ გურჯააში, ახტალის მინი სტადიონზე გაიმართა. ფინალში ერთმანეთს სოფელ ბაკურციხის და ქალაქ გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ. თამაშის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და პენლების სერიაში გამარჯვება ქალაქ გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლამ მოიპოვა.

გამარჯვებულ გუნდს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული თასი გადაეცა.

ტურნირი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი