გურჯაანის მუნიციპალიტეტი "ილია-ევროპელი“ გურჯაანის ბიბლიოთეკაში გამოფენა გაიხსნა » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 


"ილია-ევროპელი“ გურჯაანის ბიბლიოთეკაში გამოფენა გაიხსნა

გურჯაანის მუნიციპალიტეტი-მ(ა) დაამატა 21 ახალი ფოტო ალბომში: "ილია-ევროპელი“ გურჯაანის ბიბლიოთეკაში გამოფენა გაიხსნა.
4 მაისი, 21:00-ზე ·
დღეს გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის ფარგლებში გამოფენა „ილია-ევროპელი“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ილიას მასალები, ხელნაწერები, საარქივო დოკუმენტები, ფოტომასალა, მისი ჩანაწერები ევროპულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლებია.

ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ გახსნეს.

"გურჯაანისთვის დღევანდელი გამოფენა საგანმანათლებლო კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები ხშირად ჩატარდება. მე და ბატონი ზაზა აბაშიძე უკვე შევთანხმდით, რომ მსგავსი გამოფენა შემოდგომაზეც მოეწყობა გურჯაანში. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ახალგაზრდები ბევრ საგანმანათლებლო აქტოვობას მიიღებენ მუნიციპალიტეტის მერიისგან."-განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

"„ილია-ევროპელი“ ეს არის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროექტი, რომლითაც უნიკალურ მასალებზე დაყრდნობით ილია ჭავჭავაძე წარმოჩენილია , როგორც ევროპული დონის მოაზროვნე რომელიც კარგად იცნობდა ევროპას, ევროპული დემოკრატიის საფუძველს. ის იყო პირველი მქადაგებელი ევროპული გზის. გამოფენა გურჯაანში 1 კვირა გასტანს. ვგეგმავთ ამ გამოფენით მოვიცვათ მთელი საქართველო.“ - განაცხადა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ.

გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 და ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისთავს ეძღვნება.

ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით და ააიპ სამუზეუმო და საბიბლიოთეკო გაერთიანების მხარდაჭერით გაიმართა.
მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სამუზეუმო და საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშომლები, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელძღვანელი, პედაგოგები და მოსწავლეები დაესწრნენ.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი