ფრენბურთის სასკოლო ტურნირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ქ. გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლაში, ფრენბურთის სასკოლო ტურნირის ფინალი გაიმართა. შეჯიბრი გოგონებსა და ვაჟებს შორის მოეწყო. ფინალში ერთმანეთს ვაჟებში ჩუმლაყის და ბაკურციხის საჯარო სკოლის გუნდები, ხოლო გოგონებში ქ.გურჯაანის მე-4 და კაჭრეთის საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ.

ტურნირის გამარჯვებული ვაჟებში ბაკურციხის, გოგონებში კი კაჭრეთის სკოლა გახდა. მათ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული თასები და დიპლომები გადაეცათ.

ასევე, დაჯილდოვდნენ მაგიდის ჩოგბურთის სასკოლო ტურნირის გამარჯვებულებიც. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა მაგიდის სასკოლო ჩოგბურთში გამარჯვებული ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდის წევრები - ნათია მირველაშვილი, ნიკა ქართლელიშვილი და ნიკა გელაშვილი სპეციალური დიპლომებით დააჯილდოვა. ნათია მირველაშვილის არყოფნის გამო, დიპლომი სკოლის სპორტის მასწავლებელს ტარიელ დათუაშვილს გადაეცა.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დალი მინდიაშვილმა ფრენბურთის და მაგიდის ჩოგბურთის ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებს საჩუქრად წიგნები გადასცა.

„ სასკოლო ტურნირების მთავარი მიზანი გახლავთ, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მუნიციპალიტეტში მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად თასები და დიპლომები გადასცა, ასევე მათთვის მოეწყობე ექსკურსია „ - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა ეთერ ჯადუგიშვილმა.

სასკოლო ტურნირები გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახლგაზრდულ საქმეთა სამსახურის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა

.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი