გურჯაანის მუნიციპალიტეტი საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის თბილისის ტექნოპარკში საინფორმაციო ტურები ეწყობა » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 


საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის თბილისის ტექნოპარკში საინფორმაციო ტურები ეწყობა

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლებისთვის თბილისის ტექნოპარკში საინფორმაციო ტურები ეწყობა.

მოსწავლეები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ტექნოლოგიებით, აქვთ ბიზნესიდეები და არიან მოტივირებულები ათვალიერებენ ტექნოპარკის სივრცეს, ეცნობიან იმ პროექტებს და პროგრამებს რომელსაც ტექნოპარკი ახორცილებს, ასევე იღებენ ინფორმაციას ინოვაციური ტექნოლოგიების, მაღალტექნოლოგიური დანადგარების და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე.

„ჩვენი პრიორიტეტია მომავალი თაობა, მათი რესურსების აღმოჩენა და განვითარებაზე ზრუნვა. ვცდილობთ მაქსიმალურად მხარი დავუჭიროთ მათი ინტერესებისა და იდეების განხორციელებას. ტექნოპარკში ინფორმაციული ტურები, რომელშიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სკოლიდან არიან მოსწავლეები ჩართულები, ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს შექმნან ახალი ტიპის, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოებები, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება და მათ მიიყვანს იდეიდან ბიზნესამდე”. -განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა.

ტექნოპარკს უკვე სტუმრობდნენ სოფლების -კალაურის, ჯიმითის, ბაკურციხის, ვაზისუბნის და ვაჩნაძიანის საჯარო სკოლების მოსწავლეები. პროექტი მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლას მოიცავს.

აღსანიაშნავია, რომ ტექნოპარკის მშენებლობა ახლო მომავალში გურჯაანშიც იგეგმება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი