გურჯაანის მუნიციპალიტეტი მაგიდის ჩოგბურთში სასკოლო ტურნირის გამარჯვებული ჩუმლაყის სკოლა გახდა » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 


მაგიდის ჩოგბურთში სასკოლო ტურნირის გამარჯვებული ჩუმლაყის სკოლა გახდა

დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში სასკოლო ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობა ოთხმა საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო. ტურნირის გამარჯვებული ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდი გახდა. დღეს გამართულ შეხვედრებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის და განათლების განყოფილების უფროსი თამარ ფურცელაძე და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი მინდიაშვილი დაესწრნენ.
„ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ხელს უწყობს სპორტის განვითარებას. ჩვენ ვცდილობთ ახალგაზრდებში აღვძრათ უფრო მეტი მოტივაცია სპორტულ აქტივობებში ჩასართავად. წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები. მოხარული ვარ რომ ჩვენს მუნიციპალიტეტს კარგი მომავალი თაობა ეზრდება.“- განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის და განათლების განყოფილების უფროსმა თამარ ფურცელაძემ.
სასკოლო სპორტული ტურნირი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი