გურჯაანის მუნიციპალიტეტი დედამიწის დღესთან დაკავშირებით გურჯაანში დასუფთავების აქცია მოეწყო » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 


დედამიწის დღესთან დაკავშირებით გურჯაანში დასუფთავების აქცია მოეწყო

22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავების აქცია მოეწყო. გურჯაანის მერიის თანამშრომლებმა ქალაქ გურჯაანში დიდების მემორიალის ტერიტორია დაასუფთავეს, რომელშიც მონაწილეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და მისმა მოადგილეებმა სიმონ ქოჩორაშვილმა და ნიკოლოზ გეთიაშვილმაც მიიღეს.
დასუფავების აქცია, ასევე გაიმართა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის კოორდინერებით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების/გამწვანების აქცია, დღეს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყო.

დედამიწის დღე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიაა 1970 წელს დაარსდა და მსოფლიოს 176 ქვეყანაში აღინიშნება. საქართველო კამპანიას 1990 წლიდან შეურთდა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი