გურჯაანის მუნიციპალიტეტი საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯ "აისში" სამუშაო შეხვედრა გამართა » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 


საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯ "აისში" სამუშაო შეხვედრა გამართა

დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით, პროფესიული სწავლების პროგრამებში ეკონომიკის სექტორული განვითარების პრიორიტეტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნის ასახვის თემაზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ამ სფეროში არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების შესახებ, ასევე იმაზე თუ რამდენად კოორდინირებულია სახელმწიფო უწყებების საქმიანობა, ერთი მხრივ, დასაქმების და, მეორე მხრივ, პროფესიული განათლების დონის გაზრდის კუთხით. ეკონომიკის განვითარების (სექტორულიგანვითარების) პრიორიტეტებს რამდენად ეფუძნება სახელმწიფო პოლიტიკა დასაქმებისა და მეწარმეობის განვითარების სფეროში და რამდენად პასუხობს ქვეყნის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებების საქმიანობა აღნიშნულ სფეროში იყოს კოორდინირებული და პასუხობდეს ქვეყნის ეკონომიკის გამოწვევებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი გასვლითი სხდომები რეგიონებში. კაჭრეთის პროფესიული სასწავლებელი ერთ-ერთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს და კარგი ბაზა შეიქმნას პროფესიული განათლების მისაღებად, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტია, უმუშევრობასთან ბრძოლისა და დასაქმების მიმართულებით. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო, აქ დასაქმებულ თითოეულ ადამიანს რადგან, მათ ეტაპობრივად და თანმიმდევრულად მოიყვანეს ეს ყველაფერი აქამდე და დღეს, გვაქვს შესაძლებლობა, რომ რეგიონს ჰქონდეს ასეთი არაჩვეულებრივი რესურსი, რომლითაც შეუძლია ისარგებლოს საზოგადოებამ”, - განაცხადა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია უძღვებოდა. მასში მონაწილეობა მიიღეს გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტამა დავით სონღულაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების ხელმძღვანელმა პირებმა და საზოგადოებრივი კოლეჯ „აისის“ ხელმძღვანელმა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი