გურჯაანში "რა? სად? როდის? " საგაზაფხილო სერია დაიწყო

დღეს, გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაშის "რა? სად? როდის?" საგაზაფხულო, მე-12 სერიის პირველი ტური გაიმართა. ინტელექტულურ თამაშში 17 სკოლის გუნდი მონაწილეობს. თამაში 4 ტურად გაიმართება და ფინალში საუკეთესო შედეგის მქონე 5 სკოლის გუნდი გადავა. გამარჯვებულ გუნდს ტრადიციულად "ბროლის ბუ“ და პრიზები გადაეცემა, ასევე დაჯილდევდებიან მე-2 და მე-3 ადგილზე გასული გუნდები, გამოვლინდება სეზონის საუკთესო მოაზროვნე.

პირველი ტურის შემდეგ ქ.გურჯაანის #1 საჯარო სკოლის გუნდი - „ფენიქსის ორდენი“ ლიდერობს.

ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?" გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი