გურჯაანის მუნიციპალიტეტი სასკოლო სპორტული ზონალური ტურნირები დაიწყო » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 


სასკოლო სპორტული ზონალური ტურნირები დაიწყო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობებში ზონალური ტურნირები დაიწყო. დღეს სოფლების - ვაზისუბნის, ჭანდრის და კაჭრეთის საჯარო სკოლებში ფრენბურთის ტურნირი ჩატარდა. დღევანდელ შეხვედრებში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, რომელიც 30 აპრილს გაიმართება.
დღეს გამართულ შეხვედრებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკოლოზ გეთიაშვილი,მერიის უფროსი სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში ეთერ ჯადუგიშვილი და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი მინდიაშვილი დაესწრნენ.

სასკოლო სპორტული ზონალურო ტურნირები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი