გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელ ვაზისუბანში მდებარე ოთხ ეკლესიას უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 


სოფელ ვაზისუბანში მდებარე ოთხ ეკლესიას უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მდებარე ოთხ ეკლესიას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა. სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთაძის ბრძანებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობის და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ძეგლის სტატუსი მიენიჭა - ვაზისუბნის თამარ მეფის სახელობის (XI-XII სს), „დავითიანის“ (XI-XII სს), წმ.ილიას სახელობის დარბაზულ (შუა საუკუნეები) და კვირაცხოვლის სახელობის (XIX სს) ეკლესიებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში მდებარე ორ ისტოეიულ ობიექტს - მამა დავითის (VI-VII სს) და წმ.გიორგის სახელობის (გვიანი შუა საუკუნეები) ეკლესიებს მიენიჭა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 400-ზე მეტი ისტორიული ობიექტია, საიდანაც 145 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი