შეხვედრა სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან

დღეს, გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, პესტიციდების და აგროქიმიკატების მართვის სფეროში განხორცილებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ფერმერებთან და ბიზნესოპერატორებთან შეხვედრა გამართეს.
აღნიშნული შეხვედრა გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით შედგა. „ მსგავსი შეხვედრა გასულ წელსაც ჩატარდა. შარშან ძალიან ბევრი შეკითხვა იყო დასმული სააგენტოს მისამართით. კარგია და აღსანიშნავია, რომ ჩვენგან გამოთქმული ბევრი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული. დღევანდელი შეხვედრაც ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ფერმერებს მიეწოდათ ინფორმაცია იმ სიახლეებზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. მიმაჩნია, რომ ასეთი შეხვედრები ძალიან საჭირო და აუცილებელია. “ - განაცხადა დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა, გიგო მაჩხაშვილმა.
„დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, ფერმერების და ბიზნესოპერატორების ინფორმირება იმ საკანონმდებლო ცვლლილებების შესახებ, რომელიც განხორციელდა. პირველ რიგში ეს ეხება პესტიციდების და აგროქიმიკატების მართვის სფეროში მიღებულ გამკაცრებულ წესებს და ასევე, დარღვევებზე გამკაცრებულ ჯარიმებს. ამ მიმართულებით ადმინისრტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჯარიმები გაორმაგდა. ეს ეხება პესტიციდების როგორც შენახვის, ტრანსპორტირების, დაფასოების, გამოყენების, რეალიზაციის წესების დარღვევებს, ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უხარისხო ან ვადაგასულ და არარეგისტრირებულ პესტიციდებს .“ - განაცხადა სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს, მცენარეთა დაცვისა და აგროქიმიური საშუალებების რეგისტრაციის და კონტროლის სამმართველოს უფროსმა , მარინა ღვინეფაძემ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, .პესტიციდების და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლს მუდმივად ახორციელებს, შესული ცვლილებებით კი, წესების დარღვევის შემთხვევაში მკაცრდება საჯარიმო ზომები. შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი