გურჯაანის მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 


გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს N1
________________________

აუქციონის დაწყება - დამთავრება 11.04.2018წ. 12:00 - 30.04.2018წ. 15:00

1) ელექტრონულ აუქციონზე, პრივატიზების მიზნით, გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, შენობა-ნაგებობები:

ა) ქ. გურჯაანში, თამარ-მეფის ქ.N12-ში მდებარე შენობა-ნაგებობა - ს.კ. 51.01.60.514, შენობის საერთო ფართი - 120,60, სარდაფის ფართი - 17,1კვმ, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 194,0კვმ.
- ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასია - 9 777 (ცხრა ათას შვიდას სამოცდა ჩვიდმეტი) ლარი, (შენობის ღირებულება - 5 121,0 (ხუთი ათას ას ოცდა ერთი) ლარი, მიმაგრებული მიწის ღირებულება - 4 656,0 (ოთხი ათას ექვსას ორმოცდათექვსმეტი) ლარი).
- „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 20%-ს - 1 956 (ერთი ათას ცხრაას ორმოცდა თექვსმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%- 489 (ოთხას ოთხმოცდა ცხრა)ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა სიძველის, ხანძრის, ხანგრძლივი ბუნებრივი და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად დაზიანებულია. არ გააჩნია კარ-ფანჯრები, კედლები დაზიანებულია, სახურავიდან ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, რის გამოც ჩამონგრეულია ჭერი.

ბ) სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე შენობა-ნაგებობა, ყოფილი კულტურის სახლი - ს.კ. 51.02.58.104, შენობის ფართი - 2901,3კვმ, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 7333,0კვმ.
- ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი - 102 589 (ას ორი ათას ხუთას ოთხმოცდა ცხრა) ლარი. (შენობის ღირებულება - 51 698,0 (ორმოცდა თერთმეტი ათას ექვსას ოთხმოცდა თვრამეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 50 891,0 (ორმოცდა ათი ათას რვაას ოთხმოცდა თერთმეტი) ლარი.)
- „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 20%-ს - 20 518 (ოცი ათას ხუთას თვრამეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 5 130 (ხუთი ათას ას ოცდა ათი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა ამორტიზებულია, დაზიანებულია სახურავი, ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, რის გამოც დაზიანებულია სამივე სართული. შენობას არ გააჩნია კარ-ფანჯარა.

გ) სოფელ კარდენახში მდებარე შენობა-ნაგებობა, ყოფილი N2 საბავშვო ბაღის შენობა - ს.კ. 51.15.23.286 შენობის საერთო ფართი - 259,40კვმ, მიმაგრებული მიწა - 1093,0კვმ.
- ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი - 19 231 (ცხრამეტი ათას ორას ოცდა თერთმეტი) ლარი. (შენობის ღირებულება - 13 328 (ცამეტი ათას სამას ოცდა რვა) ლარი, მიწის ღირებულება - 5 903 (ხუთი ათას ცხრას სამი) ლარი.)
- „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 20%-ს - 3 847 (სამი ათას რვაას ორმოცდა შვიდი) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 962 (ცხრაას სამოცდა ორი) ლარს.
ობიექტის აღწერილობა:
შენობის სახურავი დაზიანებულია, ჭერზე, ადგილ-ადგილ შეიმჩნევა ბუნებრივი ნალექის ჩამონადენის კვალი. მეორე სართულს ხის შუშაბანდი აქვს. ხის ფიცრულ კედლებზე აღინიშნება ღიობები.




დ) სოფელ კარდენახში მდებარე, კულტურის სახლის შენობა-ნაგებობა - ს. კ. 51.15.73.037. შენობის საერთო ფართი - 1544,0კვმ, მიმაგრებული მიწა - 4872,0კვმ.
- ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი - 84 306 (ოთხმოცდა ოთხი ათას სამას ექვსი) ლარი. (შენობის ღირებულება - 56 204 (ორმოცდა თექვსმეტი ათას ორას ოთხი) ლარი, მიწის ღირებულება - 28 102 (ოცდა რვა ათას ას ორი) ლარი.)
- „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 20%-ს - 16 862 (თექვსმეტი ათას რვაას სამოცდა ორი) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 4 216 (ოთხი ათას ორას თექვსმეტი) ლარს.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა ამორტიზებულია, დაზიანებული აქვს სახურავი, რის გამოც დაზიანებულია კედლები. არ გააჩნია კარ-ფანჯარა.


2. ელექტრონულ აუქციონზე, პრივატიზების მიზნით, გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებული, სოფელ კოლაგში მდებარე - 51კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ.
51.13.55.054. საწყისი საპრივატიზებო ფასი - 434 (ოთხას ოცდათოთხმეტი) ლარი. „ბე“ შადგენს საწყისი
საპრივატიზაციო ფასის 20%-ს - 87 (ოთხმოცდა შვიდი) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 22 (ოცდა
ორი) ლარს.
ობიექტის აღწერილობა:
მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფელ კოლაგში, ცენტრალური ავტომაგისტრალის გასწვრი, ფართი თავისუფალია.

---------------------

ქონების ღირებულების გადახდა შესაძლებელია სს „ლიბერთი ბანკში“, შემდეგ სახაზინო კოდებზე:

_ შენობა-ნაგებობის პრივატიზებისას _ #300503313;
_ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებისას _ #300503390;


ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე - 555 00 41 64, ასევე ცხელ ხაზზე - 2 601 601.



გურჯაანის მუნიციპალიტეტი









სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი