ქალაქ გურჯაანში 48 ახალი დახურული ტიპის ნაგვის კონტეინერი დაიდგა

ქალაქ გურჯაანში, ტურისტულად მნიშვნელოვან და რეკრეაციულ ადგილებში 48 ცალი დახურული ტიპი ნაგვის კონტეინერის განთავსდა. 11 ცალი 1100 ლიტრიანი ლითონის კონტეინერის შესყიდვა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2017 წელს მოხდა, რისთვისაც 11 800 ლარი დაიხარჯა, 37 კი მუნიციპალიტეტს მსოფლიო ბანკმა საჩუქრად გადასცა. მერია კონტეინერების შეძენას მიმდინარე წელსაც გეგმავს რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 200 000 ლარია გათვალისწინებული. დღეისთვის ქალაქის ქუჩებში 150-მდე სანაგვე კონტეინერი დგას. მუნიციპალიტეტის მყარი ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმის მიხედვით, ქალაქის სრული აღჭურვისათვის 110 ცალი 1100 ლიტრის ტევადობის და 100 ცალი 50 ლიტრიანი ურნაა საჭირო, რომლის შეძენაც ეტაპობრივად იგეგმება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი